თითქმის ორი თვე გავიდა მე კი კვლავ იმედით სავსე თვალებით ვუყურებ იმ ბნელ სახლს რომელიც ჩემთვის ყველაზე ფერადი ადგილი იყო
ჯიმინი წავიდა, მოგონებად კი ჩემს გვერდით მიტოვებული სახლი დამიტოვა
მეცინებოდა როცა მოკლე დროში ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებოდათ მაგრამ მეც ხომ შემიყვარდა?
არასდროს არავის ვენდობოდი, სიყვარული ჩემთვის მიუწვდომელი იყო...
დედამ 3 წლის ასაკში მიმატოვა, მამა კი გამუდმებით მუშაობდა ხშირად ღამე მარტო მიწევდა ყოფნა , მეშინოდა მეშინოდა მონსტრების ჩემი ლოგინის ქვეშ მაგრამ მათ გასაგდებად არავინ მოდიოდა
მეშინოდა ჭექა ქუხილის მაგრამ არავინ მამშვიდებდა, სიყვარული ჩემთვის არარსებობდა, მე უბრალოდ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ
ამიტომაც ჩემი გრძნობებით შეშინებულმა საკუთარი თავი ბნელ ოთახში გამოვკეტე, იმ დღეს მინდოდა მეთქვა აიუსთვის რომ ჯიმინი ერთადერთია ვინც მიყვარდა მაგრამ იმ პატარა მშიშარა ჯონგუკმა ვერ შეძლო ამის გაკეთება
მე დავკარგე ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი, მე დავკარგე ადამიანი რომელმაც მასწავლა სიყვარული
მინდა! მინდა კიდევ ერთხე ვნახო, მინდა მისი სურნელი შევიგრძნო მაგრამ ჩემი ეს სურვილები უფრო მეტ ტკივილს მაყენებენ რადგან ვიცი... ვიცი ის არ დაბრუნდება მე ის გავანადგურე
გადის დღეები, თვეები , უკვე 1 წელზე მეტი გავიდა მისი გაუჩინარების შემდეგ მე კი კვლავ ველოდები, ველოდები მის გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში
დილით მანქანის ხმა მაღვიძებს, დღეს შაბათია გამოდის რომ....
სასწრაფოდ მაისურს ვიცმევ და გარეთ სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ, ხიდან დაცვენილი ყვითელი ყვავილები ქუჩას იმაზე მეტად სევდიანს ხდის ვიდრე სინამდვილეშია
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ