სიტუაციის გარკვევის შემდეგ ჩვენ კარნავალზე წამოვედით, ჯიმინი პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული იყო
მას სრულიდ დაავიწყდა ორდღიანი უძილობა და ყურადღება ატრაქციონებზე გადაიტანა
"პირველად რაზე დავჯდეთ ყვავილო"
"რაზეც გინდა...არა! მიმოხილვის ბორბალზე"
"კარგი ბილეთები ვიყიდოთ"
ვუთხარი რის შემდეგაც ბილეთების შესაძენად რიგში ჩავდექით
"ჯიმინ?!"
გავიგონე როგორ ეძახდა უცხო მამაკაცი ჯიმინს , უკან მოვიხედე და ნაცნობ სახეს გადავაწყდი
"მინჰო?"
ჯიმინი გაკვირვებული უყურებდა მინჰოს
"როგორ ხარ? სად გაუჩინარდი? წყვილებში სამუშაოს მარტო შესრულება მომიწია შენ გამო"
ხუმრობით უთხრა და ხელი მხარზე დაადო, ღმერთო ვფიცავ შეიძლება შუაზე გავხლიჩო და ატრაქციონზე შევაგდო
"ეგ კიდევ გახსოვს? ჰა ჰა... ჰოომ, არ მინდოდა თავი ვალდებულად გეგრძნო და ჩემთან მხოლოდ იმიტომ გემუშავა, რომ სხვას არ სურდა"
"რა სისულელეა ჯიმინ, მე შენ... მე არ მიგვრძნია თავი ვალდებულად პირიქით უზომოდ მსურდა შენთან ერთად მუშაობა"
ჯანდაბა! მე ხომ ჯიმინი მოვატყუე, ვუთხარი რომ მინჰოს უბრალოდ ეცოდებოდა მხოლოდ იმიტომ რომ ვერ ავიტანდი მათ ერთად დანახვას
"ხო მაგრამ ჯონგუკმა..."
ჯიმინს საუბრის დასრულება არ ვაცადე და შევაწყვეტინე
"მინჰო როგორ ხარ?"
"ჯონგუკ? კარგად შენ როგორ ხარ?"
"მეც კარგად, ბოდიში მაგრამ ჯიმინი უნდა წავიყვანო "
ამ სიტყვების გაგონებაზე ჯიმინის თვალები გაოცებისგან გაფართოვდა , მე თეძოზე ხელი შემოვხვიე და ატრაქციონებისკენ წავიყვანე
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ