ნაწილი 3

924 129 38
                                    

"პაკ ჯიმინი "

ვუთხარი მე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი პატარა ხელით ჩავეჭიდე, თითქოს იმ ხვრელიდან ამომიყვანდა რომელიც მე თვითონ გავითხარე.

"რამდენი წლის ხარ ჯიმინ?"

მითხრა და ჩემს გვერდით შავ სავარძელზე დაჯდა

"18 წლის ვარ, ბოდიში ცოტა არეულობაა"

ვუთხარი და ეტლით ოთახის შუაგულში მოთავსებულ მაგიდასთან მივედი,  რომ  ზედმეტი ნივთები ამეღო

სახლში მარტო ყოფნას მიჩვეული ვარ ამიტომ მისაღები ოთახი  თითქმის ყოველთვის არეულია

ერთადერთი დალაგებული ადგილი სახლში ჩემი საძინებელია. ალბათ იმიტომ, რომ მამა ყოველთვის მსაყვედურობდა მიულაგებელ ლოგინზე

ერთ დღესაც მამა სამსახურიდან შინ არ დაბრუნებულა, არც მომდევნო დღეს გამოჩნდა, მაშინ პატარა ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ბრაზობდა და სახლში იმის გამო არ მოდიოდა რომ ლოგინს არ ვასწორებდი როგორი სასაცილოა არა?

მას შემდეგ ყოველ დილით ადრე ვდგებოდი და საძინებელ ოთახს ვალაგებდი იმ იმედით, რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა

12 წლის ასაკში შემთხვევით გავიგე მისი გარდაცვალების შესახებ, და ყველანაირი იმედი გამიქრა იმისა, რომ მას კიდევ ერთხელ მოვეხვეოდი მაგრამ წესი წესად დარჩა

"არ შეწუხდე, ჩემთანაც არეულობაა"

მითხა და ფეხზე წამოდგა

"უბრალოდ სანამ ავეჯს ზიდავენ შეიძლება საპირფარეშოთი ვისარგებლო? "

თავაზიანად მთხოვა და მეც დავთანხმდი.

"რათქმაუნდა, ხელმარჯვნინ თეთრი კარებია"

"მადლობა"

რაღაც იყო მასში ისეთი, რასაც ვერ ვწვდებოდი, ისეთი რაც აქმდე არავისში არ მინახავს

მალე უკან დაბრუნდა და კვლავ სავარძელზე ჩამოჯდა

"აქ მარტო ცხოვრობ?"

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now