ნაწილი 16

742 112 16
                                    

ყველა მშობელს ყავს თავისი რჩეული შვილებს შორის, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა ჰკითხო ისინი უარყოფენ ამას

სამი წლის ასაკში მიმატოვა დედამ და ჩემს უფროს ძმასთან ერთად კარის ზღურბლს უკანასკნელად გადააბიჯა

3 წლის ასაკიდან ჩემს თავს ერთსა და იმავეს ვუმეორებდი, თავი ლუზერად მიმაჩნდა, მტკიოდა რადგან საკუთარ თავს ვაბრალებდი ყველაფერს

არავინ იცოდა დედაჩემის შესახებ, თუ გამონაკლისს დავუშვებდი და ვინმეს ვეტყოდი დარწმუნებული უნდა ვყოფილოყავი იმაში რომ ძმის შესახებ მაინც არ გაიგებდნენ არაფერს

რატომ? არ ვიცი ალბათ ასე თავს უფრო დამნაშავედ ვიგრძნობდი, რადგან ჩემი ძმა საუკეთესო იყო მე კი იმედგაცრუება ვიყავი და სწორედ ამიტომაც მიმატოვა დედამ

მე მარტო ვიყავი, და მე მეშინოდა... მონსტრებისგან თავის დასახსნელად ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მონსტრად ვიქციე თავი და მეგონა რომ სამუდამოდ ასე იქნებოა

მაგრამ სინათლე ყოველთვის იპოვის გზას სიბნელეში შესაღწევად, და მე ჯიმინმა მიპოვა.

ჯიმინი იმ ყვავილს გავს რომ ბედავს და უკაცრიელ ადგილას რომ ამოყოფს თავს,
ყვავილს რომელიც არ უშინდება გვალვებსა და წვიმებს

ეხლა კი ჩემი მშობლების ქორწილში მასთან ერთად ვზივარ დიახ ის დამთანხმდა და დიახ ის ყველაზე თვალის მომჭრელია მთელს შენობაში...მთელს დედამიწაზე . ვზივარ და ველოდები როდის შემამჩნევენ ჩემი მშობლები

ველოდები მაგრამ დიდად არ მსურს, მინდა მათთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტო, მინდა ისინი ჩემს მონსტრთან ერთად დავმარხო დედამიწის სიღრმეში სადაც ვერავინ ვერასდროს იპოვის მათ

"ჯ..ჯონგუკ"

ვხედავ როგორ მიხლოვდება ახალგაზრდა ქალი თეთრ კაბაში, მიხლოვდება და ხელებს შლის

"გთხოვ... გაჩერდი"

მკაცრი ტონით ვეუბნები მას და ფეხზე ამაყად ვდგები

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now