ნაწილი 6

826 119 13
                                    

"არ ვიცი, უბრალოდ ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არ ენდო..."

ჯინის სიტყვებმა დამაფიქრა, არ ვიცოდი მართლაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა თუ უბრალოდ სურდა ჯონგუკი ჩამოეცილებინა

"აბა სად არის ?"

"ვინ?"

"ძაღლი ჯიმინ"

"აა მოჩი? წამომყევი ჩემს ოთახში ძინავს"

ოთახში შევედით თუ არა ჯინი მოჩის სილამაზით მოიხიბლა, დიდხანს ეთამაშა, შემდეგ მკითხა შეიძლებოდა თუ არა დღეს ჩემთან დარჩენილიყო რაზეც რასაკვირველია დავთანხმდი

დიდხანს ვსაუბრობდით,  ეს ორივეს გვიყვარსა, უბრალოდ გვერდიგვერდ ჯდომა და საუბარი  მაგრამ მალევე ჯინის დაჟინებული "მოთხოვნით" დასაძინებლად წავედი

"მოვწევ და დავბრუნდები"

ხმამაღლა და გარკვევით თქვა ჯინმა და ეზოში გავიდა, მოჩიც თან წაიყვანა მე კი ჩემი საღამურები ჩავიცვი ჯინისთვის დიდი ზომის მაისური და შარვალი მოვამზადე და ლოგინის კიდეში მოვიქციე თავი

მალე ჯინი სახლში დაბრუნდა, მოჩიც გახარებული ჩემს გვერდით მოკალათდა

"შუქი გამორთე"

ვუთხარი მე ტანმოშიშვლებულ ჯინს

"და რატომ?"

"შენი სხეული, ის გამოჩნდება"

"და ვინ დამინახავს? მგელი? რა სასაცილო ხარ ჯიმინ"

მალე ჯინიც ჩემს გვერდით აღმოჩნდა ლოგინში, მან მალევე დაიძინა მე კი ვერ ვისვენებდი, ჯონგუკზე ფიქრები ძილის საშუალებას არ მაძლევდა

რატომ ჩანდა ის ასეთი გაბრაზებული? ან მისი შეყვარებული... რატომ არ მითხრა? მაგრამ მე ხომ არავინ ვარ რატომ მეტყოდა

ფიქრებში გართულმა როდის დავიძინე აღარ მახსოვს მაგრამ თვალები დილის 8 საათზე გავახილე ჯინი უკვე მზად იყო და მთხოვა მეც მოვმზადებულიყავი რადგან სამსახურში აგვიანდებოდა

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now