ნაწილი 11

795 115 36
                                    

სიბნელეა, მე კი ამ სიბნელეში მარტოდ მარტო ვარ გამოკეტილი, წამის მეასედში ჩემს წინ ჯიმინი ჩნდება

"ყვავილო..."

ის სევდიან თვალებს მაპყრობს ცრემლებს იწმენდს და სიბნელეში უჩინარდება
 
"დამიბრუნდი პაკ ჯიმინ!"

განწირული ხმით ვყვირი, მაგრამ მალევე ვაანალიზებ რომ ის რასაც ვხედავ უბრალოდ სიზმარია

დილის 7 საათია, გარეთ ისევ წვიმს. ძლიერმა წვიმამ უზარმაზარი ტბა დააყენა ასფალტზე.

ჩიმი ფანჯრის რაფასთან მოთავსებულ სავარძელზე უკანა თათებით დგას წინათი კი რაფას ეყრდნობა

ვაკვირდები მის თეთრ ფუმფულა ბეწვს და ვაანალიზებ თუ რამდენად ლამაზია

"ჩიმი"

ის სახელზე არ რეაგირებს , რათქმაუნდა ეს მისი მეორე დღეა ჩემთან ერთად. მასთან მივდივარ

მივუახლოვდი თუ არა მისი უშველებელი შავი იდუმალი თვალები მომაპყრო

"გამარჯობა პატარავ, შენი სახელი ჩიმია... "

თავზე მოფერებით ვუთხარი შემდეგ სამზარეულოსკენ წავედი

"ჩიმი მოდი"

მაცივრის კარები გამოვაღე და ძეხვს მოვკიდე ხელი მაგრამ ეს ხომ მისთვის სასარგებლო არ იქნება

"გამოდის ზოომაღაზიაში უნდა წავიდეთ"

ის გაკვირვებული მიყურებს

"აბა მზად ხარ?"

საწვიმარი მოვიცვი და კარები გავაღე, ჩიმიმაც გადაწყვიტა რომ წყალში თამაშის ნება მივეცი და კარებისკენ გაიქცა

"აბა მოიცა... საით გაგიწევია?"

ხელში ავიყვანე და მანქანის წინა სავარძელზე მოვათავსე, შემდეგ საჭესთან დავჯექი და ზოომაღაზიისკენ ავიღე გეზი

იქ მისული ჩიმი საღად ვეღარ აზროვნებდა, ყველაფერი მოწონდა, ყველაფრის აღებდა სურდა.

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now