დასასრული

1K 99 19
                                    

მარტოსული ადამიანისთვის ძნელია  გადარჩენა ამ თითქოს უწყინარ სამყაროში რომელიც თითოეული ფეხის ნაბიჯზე მიწის ქვეშ დამალულ ნაღმს გახვედრებს.

წარმოიდგინე ცხოვრობ სამყაროში სადაც უნდა გადათვალო, დაითვალო ნაბიჯები რომლებსაც დგამ, დაითვალო თითოეული ინჩი რომელსაც გაივლი მაგრამ ბოლოს სადღაც შორს, სადღაც გადასაკარგში  დაღლილი მხოლოდ წამიერად მიენდობი ბედისწერას და შემდეგი რასაც იგრძნობ... არაფერია და თან ყველაფერი

წამის მეასედში დაკარგავ  იმას რაც ჯერ კიდევ არ გიპოვნია-დაკარგავ სიცოცხლის აზრს და თან ისე დალპები მიწაში, ისე გახდები მატლებისა და ქვეწარმავლების მსხვერპლი, რომ ვერავინ  შეგამჩნევს.

არავის გაახსენდები და როცა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიღაც წითელი, რქებიანი გულის ამრევი არსება სისხლიანი თვალებით ცოცხლად გატყავებას დაგიწყებს, როცა ის შენივე მყრალ ხორცს პირში ჩაგტენის და შენს წინ ხარხარს დაიწყებს. მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ აქედან ვერავინ ვერ გიხსნის, რადგან შენი სახელი რომელიც შენსავით ამაზრზენია არავის არ ახსოვს ...

წარმოიდგინე... შენი არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოუტანე სამყაროს სარგებელი და ესეც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. გამოკვებე უამრავი ქვეწარმავალი და ისღა დაგრჩენია იამაყო შენი აწ უკვე წარსულში დარჩენილი წყეული ცხოვრებით რომელიც სინამდვილეში არც ყოფილა ცხოვრება... ის უბრალოდ ნაგავი იყო, უსარგებლო ნაგავი რომელიც საბედნიეროდ არავის არასდროს გაახსენდება

მაგრამ როდესაც გყავს ადამიანი რომელიც სამუდამოდ შენთან დარჩება, რომელიც დაღლილს ხელს ჩაგჭიდებს და დარჩენილ გზაზე ისაფრთხოდ გადაგიყვანს, სწორედ ეს არის სიცოცხლის აზრი

მე ვიპოვე ჩემი სიცოცხლის აზრი, მე ის დიდი ხნის წინ ვიპოვე , ვიპოვე ეტლში მჯდომი როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ და მე ის ავიყვანე, მართალია დავეცი, მაგრამ მთავარი წამოდგომაა.

ტოკიოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი სხეულების შესწავლის შემდეგ მივხვდი რომ ის ერთადერთი იყო რაც მჭირდებოდა.

ის უდაბნოში ამოსული ყვავილია რომელიც სიცოცხლეს გამილამაზებს და მე დღეს მას ვკითხე , ვკითხე მომანდობდა თუ არა მის ცხოვრებას და მისმა თვალებმა მის მაგივრად მიპასუხეს

ის მზად იყო ... ის დამთანხმდა....

________________________________________

მოკლედ ფიკის წერა აწ უნდა შევწყვიტო... იმისდა მიუხედავად რომ საკუთარი თავი ძლიერი და შეუპოვარი მგონია  ვამჩნევ , რომ ინსომნიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჩემს ფსიქოლოგიას  ამიტომ უმჯობესი იქნება თუ წერას ცოტახნით შევწყვეტ. რაც შეეხება ფიკს რომელსაც ვფარგმნი მე განვაგრძნობ მის თარგმნას და როცა დავასრულებ დავფიქრდები ღირს თუ არა საერთოდ ვათპადზე დარჩენა, შეიძლება ციტახნით დაგტოვოთ მანამ სანამ ჩემს თავთან ურთიერთობებს არ დავალაგებ 😂❤️❤️❤️

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now