15 ნოემბერი, შარშანაც ესეთი მძიმე იყო ჰაერი, შარშანაც ცარიელი ჭურჭელი ვიყავი მაგრამ შარშან სიარული შემეძლო
შემეძლო გავქცეოდი იმ მოძალადე უფროსკლასელებს რომლებიც ყოველ შესაძლო მომენტში ცდილობდნენ ჩემს დამცირებას
2018 წლის 15 ნოემბერს დღე ჩვეულებრივად დაიწყო, გავიღვიძე ოთახი მოვაწესრიგე ჩემს ქვრივ დედას დავემშვიდობე და სკოლაში წავედი
სკოლის ეზოსთან მისულს უკვე მესმოდა თანასკოლელების არასახარბიელო სიტყვები რომლებიც ჩემსკენ იყო მომართული
მაკრიტიკებდნენ , ზედმეტსახელიც კი შემარქვეს "ემო ბიჭი" ალბათ ჩემი ჩაცმულობის გამო
სულ შავები მეცვა. არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა უბრალოდ თავს მშვიდად და შეუმჩნევლად ვგრძნობდი
კარებთან ერთ-ერთი მოძალადე შევნიშნე და გადავწყვიტე უკან სახლში დავბრუნებულიყავი დღეს არ ვარ მუშტების საპირფარეშოს წყალის და კიდევ ღმერთმა იცის რის ხასიათზე
სკოლის მთავარ შესასვლელს გამოვცდი, ყურსასმენები გავიკეთე და ფლეილისტში ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე
"mystery of love" -sufjan stevens
დაველოდე შუქნიშანს და აი ქვეითებისთვის მწვანე აინთო შემიძლია გადავიდე
მუსიკა ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული მაგრამ მესმოდა მანქანის ძრავის ხმა რომელიც სულ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა
სხეულში უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა, რაღაც თვითგადარჩენის მსგავსი
მოვიხედე და დავინახე თეთრი პიკაპი რომელიც ჩემკენ ჩქარი ტემპით მოდიოდა ვცადე გზა სირბილით გადამეკვეთა მაგრამ უკვე გვიანი იყო
მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, მანქანამ ჰაერში ამაგდო და დაშვებისას თითქოს კადრი შეანელეს
მძღოლის თვალებს შევხედე და დავინახე მისი სასოწარკვეთა, ყურსასმენები კვლავ მეკეთა
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ