ნაწილი 10

834 126 28
                                    

დილით როგორც ყოველთვის საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობით ვიღვიძებ

დიდად აღარ ვაქცევ ყურადღებას ჩემს გარეგნობას, ვიცმევ იმას რაც პირველი მომხვდება ხელში

დღეს შავი ჯინსები, შავი მაისური და შავი ტყავის კურტკა ჩავიცვი, შავი კეტებით რათქმაუნდა

კარები გასაღებით გადავკეტე და ის იყო მოტოციკლეტზე უნდა დავმჯდარიყავი როცა ჩემმა ახალმა მეზობელმა ჩემი ყურადღება მიიქცია ის ვიღაცას ელაპარაკებოდა

"თეჰიონ რას აკეთებთ ამდენ ხანს?! სამსახურში მაგვიანდება"

"კარგი გამოვდივართ დამშვიდდი"

ამის გაგონება და კარებიდან ახალგაზრდა ცისფერთმიანი ბიჭის გამოსვლა ერთი იყო . ვაღიარებ საკმაოდ კარგი შეხედულება ჰქონდა

"ის სად არის? ისევ დაგვიანებას აპირებს?"

ველოდებოდი მესამე პირის გამოჩენას მაგრამ ჩიმი გამახსენდა რომელიც სახლში სრულიად მარტო საკვებისა და წყლის გარეშე დავტოვე

სასწრაფოდ უკან მივბრუნდი და ჯამში მისთვის განკუთვნილი საკვები ჩავუყარე,რასაკვირველია წყალიც არ დამვიწყებია

უკან მობრუნებულს მეზობლები აღარ დამხვდნენ, მეც უდარდელად მოვაჯექი მოტოციკლეტს და აიუს სახლისკენ წავედი

აიუ როგორც ყოველთვის მომღიმარი სახით დამხვდა, ის ზრუნდავდა ჩემზე... მე მას ვუყვარდი

ის უკან მომიჯდა და ხელები მჭიდროდ მომხვია, მე კი მისი ხელები თავს უსარგებლოდ აღარ მაგრძნობინებდა

მოტოციკლეტი პარკინგზე გავაჩერე შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში შევაბიჯეთ, აიუ მის მეგობრებთან ერთად წავიდა მე კი ყურსასმენები გავიკეთე და მოვწყდი რეალობას

ვფიქრობდი, ვფიქრობდი ჩემს პატარა ყვავილზე... დღეს ისიც უნივერსიტეტში მივიდოდა... ნეტავ როგორ გამოიყურება... ოპერაციამ როგორ ჩაიარა...

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now