პარტნიორი.

2.3K 110 69
                                    


1.

ზუსტად ის სუნამო ასხია, რომელიც ასე ძალიან უყვარს. მისი სურნელი მთელ ოთახში ტრიალებს და ცივ კედლებსაც კი უფრო თბილს ხდის. თავი ბალიშზე უდევს, შიშველი სხეული სინათლის სხივებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მუცელზე წევს, ხელებით ბალიშს ჩასჭიდებია და მშვიდად სუნთქავს.

იმდენად სხვანაირი, უფრო მშვიდი და მიზიდველია ასეთი, სურვილი უჩნდება შეეხოს. ასეც იქცევა. ხელს ნელა უსვამს შიშველ მხარზე და წრეს ხაზავს, ცდილობს არ გააღვიძოს, ასეთი უყვარს და სწორედ ამიტომ. ბიჭი მის შეხებაზე ოდნავ ირხევა, მაგრამ არ იღვიძებს. ისე ტრიალდება, სახით მისკენ იხრება და ახლა მის სუნთქვასაც კი იმ ხელზე გრძნობს, რომელსაც დაყრდნობია და თავი უდევს.

ეგონა გაიღვიძებდა და მის ყავისფერ თვალებს შეაგებებდა, მაგრამ არ გაღვიძებია. ჯერ კიდევ ადრე იყო გასაღვიძებლად, ამიტომ გადაწყვიტა ცოტა კიდევ მოეცადა ასე, მისი შემხედვარე და დამტკბარიყო მომენტით, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს უნდოდა რომ გაგრძელებულიყო, მალე დასრულდებოდა.

და ასეც მოხდა, ბიჭი კიდევ ერთხელ შეირხა და მალევე გაახილა თვალები. პირველი, რაც დაინახა, მისი მკრთალად მომღიმარი სახე და ღია ყავისფერი თვალები იყო, რომელიც მას მიშტერებოდა. ინსტიქტურად გაეღიმა ბიჭს გოგონას დანახვისას.

-დიდიხანია ასე მიყურებ? - კიდევ უფრო მიიწია, ხელი წელზე შემოხვია და მისკენ მიიზიდა. გოგონამ ინსტიქტურად გააქნია თავი უარყოფის ნიშნად, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ასე იყო. - ხომ იცი, რომ ტყუილი ჩემთან არ გამოგდის?! - ეშმაკურად გაუღიმა და წამში მოექცა ზემოდან.

ტუჩებიც მალევე შეუერთა გოგონასას, ხელი ნელა დაუსვა შიშველ სხეულზე და მუცლიდან მკერდისკენ აუსრიალა.

-დაგაგვიანდება, ჯუნ, - ოხვრით ამოილაპარაკა და ისიც ცადა ბიჭი მოეცილებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. კოცნა კიდევ უფრო გააძლიერა და ხელიც ბარძაყებისკენ ჩაუსრიალა.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now