შტორმის წინ სიმშვიდე ისადგურებს

731 83 23
                                    

9. 

დამაბნეველად სწრაფად გავიდა ერთ თვეზე მეტი.

ვერც კი გაანალიზეს, როგორ მალე გაიარა ამ დღეებმა, საათებმა და წუთებმა. იმდენად მშვიდად, ყველანაირი ცვლილებისა და პრობლემის გარეშე, რომ გასაკვირიც კი იყო. ხომ გაგიგიათ, შტორმის წინ სიმშვიდეს უყვარს დასადგურებაო. თითქოს ყველაფერი ასე იყო ახლაც, მაგრამ დარა მაინც იმედოვნებდა, რომ ეს სიმშვიდე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.

უჩვეულოდ დაუახლოვდა ნამჯუნს.

ბიჭი თვითონ აძლევდა საშუალებას, რომ უფრო გახსნილი ყოფილიყო მასთან. მათ „წესებს" კიდევ ბევრი პუქტი დაამატეს, ერთმანეთის ის მხარეები დაინახეს, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ და თუკი ამის თქმა ხმამაღლა შესაძლებელია, ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ კიდეც. მართალია ნამჯუნი მთელი დღე სამსახურში იყო და უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ მაინც ახერხებდა საღამოს დარას გამოლაპარაკებოდა. ეთქვა, როგორ გაატარა დღე, ეკითხა, რა ხდება დარას სამსახურსა და მის ცხოვრებაში და დაწოლის წინაც შუბლზე ეკოცნა.

გოგონას ვერ აეხსნა, ეს კოცნა რას ნიშნავდა. ერთხელ გაბედა და კითხა კიდეც, რისთვის კოცნიდა ყოველ ღამე ასე ტკბილად შუბლზე, რაზეც ნამჯუნისგან მხოლოდ ის პასუხი მიიღო, რომ ჩვევად ჰქონდა. რა თქმა უნდა, დარას გონებამ მაშნვე უამრავი კითხვის რიგი დააყენა ერთდოულად, აინტერესებდა რატომ, მაგრამ არ უკითხავს. ყველანაირად ცდილობდა ის სიმშვიდე, რაც მათ შორის იყო, შეენარჩნებინა. ზედმეტი კითხვების დამსა კი პრობლემის მეტს არაფერს მოიტანს.

გული წყდებოდა, როცა ნამჯუნი იმას ეკითხებოდა, მის პირად ცხოვრებაში თუ ხდებოდა რაიმე ახალი. ყოველ ჯერზე, როცა ამას კითხავდა, ბიჭის თვალებს წამებით მიაშტერდებოდა და ცდილობდა მისგან რაიმე მაინც დაენახა. მიზეზი, რატომაც სვამდა ამ კითხვას გამუდმებით, მაგრამ უშედეგოთ. უბრალო გამოხედვა, არაფრისმთქმელი თვალები და სიჩუმე. ამ დროს დარას რა უნდა ეპასუხა? სახეზე ყალბ ღიმილს იკრავდა და ეუბნებოდა, რომ ახლა ამის დრო არ აქვს. ნამჯუნი ჩუმად კმაყოფილდებოდა ამ პასუხით. უბრალოდ თავს აქნევდა და თემას ცვლიდა. მაინც დამაბნეველი იყო, რატომ ითხოვდა გამუდმებით ამ კითხვაზე პასუხს.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now