12.
-არ მეგონა თუ სვამდი. - გაკირვებით გახედა ნამჯუნს, როცა ბიჭმა მთელი შეკვრა ლუდის ქილები და რამდენიმე ბოთლი სოჯუ მოიტანა. - და კიდევ, ამდენის დალევას აპირებ?
-არ ვსვამ და დალევაც დიდად არ მიყვარს, მაგრამ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. - ლუდის ქილები აწია და თავისებურად გაიღიმა. - ძალიან ბევრი უნდა დავლიოთ, მეორე დღეს რომ აღარაფერი გვახსოვდეს, ისე!
-ხომ ყველაფერი კარგად გაქვს? მე რატომ არ მეკითხები მინდა თუ არა დალევა?
-ისეთი გახარებით გამოხედე ლუდის ქილებს, შანსი არაა, არ გინდოდეს! - თვალი გაღიმებულმა ჩაუკრა და პატარა ბაღში დადგმულ ბარბექიუს მოწყობილობას, რომელზედაც ხორცი იწვოდა, მიუახლოვდა.
თავიდან, როცა ამ ადგილას გაიღვიძა და ყველაფერი ბოლომდე შეისწავლა, ეგონა სამოთხეში მოხვდა. სახლი სეულიდან საკმაოდ მოშორებით იყო. ნამჯუნისთვის დამახასიათებელ ადგილას, იქ, სადაც მიხვდებოდი, რომ ნამჯუნის სხეული, სული და გული მუდამ მოვიდოდა. სიმშვიდე, სიწყნარე, ხეების შრიალი და სიმწვანე - ეს იყო აღწერა იმ ადგილისა, სადაც ისინი იყვნენ.
სახლი დიდი არ იყო. ხის პატარა, ერთსართულიანი სახლი იყო, რომელიც გზის პირას დგას. უკან პატარა, ძალიან ლამაზი ბაღი ჰქონდა და გარშემო ხეები. რამდენიმე მეტრის იქეთ, კიდევ იდგა სახლები, ყველას მსგავსი ეზო და სიმწვანე ერტყა გარშემო, მაგრამ ეს კოტეჯები, ძირითადად იმისთვის გამოიყენება, რა მიზნითაც ნამჯუნი და დარა აქ მოვიდნენ - დასასვენებლად.
ხალხს ვერ შეამჩნევდით. ახლა არც ზაფხულია და არც ზამთარი, ამიტომ დასვენებით აჟიტირებული ხალხს, რომელებიც ოჯახებით მოდიან აქ, ვერ დაინახავდით. შემოდგომა თავისებურ სილამაზეს სძენდა იქაურობას. სიმშვიდესაც უფრო სასიამოვნოს ხდიდა და ის ჩვეული სიცივე, რომელიც ჰაერს შეპარვოდა, საერთოდაც არ იყო გამაღიზიანებელი. პირიქით, ამით საღამო უფრო სასიამოვნო ხდებოდა.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanficურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...