დასასრულის დასაწყისი

607 73 19
                                    

15. 

ნამჯუნის ხელებზე ძარღვებსაც კი შეამჩნევდი, იმდენად დაძაბული ეჭიდებოდა საჭეს და ცდილობდა გაბრაზება მასზე გადაეტანა. მის გვერდით მჯდარი დარა კი, ამას კარგად გრძნობდა. იცოდა, რომ გაცხარებული ნებისმიერ რამეზე იყო წამსვლელი და როცა სეულში დაბრუნდებოდნენ, კარგი არაფერი მოხდებოდა. ამიტომ იქ ჩასვლამდე უნდა გაეგო რას აპირებდა ბიჭი.

-რის გაკეთებას აპირებ, ჯუნ? - ჩურჩულით იკითხა დარამ, მაგრამ მისი ხმა ისე დიდად გაისმა, თითქოს იყვირა.

-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამას არ შევარჩენ! - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და გზას მიაშტერდა.

-არ მინდა ცეცხლზე ნავთი დაასხა. კარგად უნდა დაფიქრდე, სანამ რაიმეს გააკეთებ და...

-კარგად დავფიქრდე? - სიტყვები სწრაფად გააწყვეტინა გოგონას. - ის თუ ფიქრობდა, სანამ ამ რეპორტაჟს გააკეთებდა? უკითხავად შეეხო ჩემს პირადს, ჩემს ოჯახსა და საქმეს და შენი აზრით, მშვიდად დარჩენა შემიძლია?

-გადააყენე მანქანა! - გოგონას ხმაში პირველად იგრძნობოდა სიმკაცრე. - ასეთ მდგომარეობაში რაიმეს დავიშავებთ, გადააყენე მანქანა! - კიდევ ერთხელ გაიმეორა დარამ და ნამჯუნმაც რამდენიმე წამში ციმციმა ჩართო და მანქანა გზატკეცილიდან გადაიყვანა.

რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. დარამ ღვედი შეიკრა, მთელი ტანით ბიჭისკენ შეტრიალდა და მასაც აიძულა შემოეხედა. ისე მკვეთრად იგრძნობოდა მის სახეზე გაბრაზება, დარა წამით დაიბნა კიდეც, მაგრამ მაინც არ შეკრთა.

-შენი აზრით, ჰიოჯუმ ეს რეპორტაჟი რისთვის მოამზადა? სწორედ იმიტომ, ასეთ მდგომარეობამდე რომ მიეყვანე!

-ახლა ამას მნიშვნელობა აქვს, დარა? ის შენ შეგეხო, ჩემს რეპუტაციას შეეხო და ასე უბრალოდ არ დავტოვებ ამ ყველაფერს!

-არც ვითხოვ, რომ ასე დატოვო, მაგრამ გაბრაზება შენს მტერს გაახარებს. სწორედ ეს სჭირდება ჰიოჯუს, შენი უარყოფითი რეაქცია და თუ ამას მიიღებს, მიზანსაც მიაღწევს.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now