2.
-დარა, გძინავს? - ბიჭის მშვიდი ხმა სასიამოვნოდ მოელამუნა ყურებზე. თავისებურად შეირხა, იმის ნიშნად, რომ ეღვიძა და ბიჭმაც ლაპარაკი განაგრძნო. - შენი დახმარება მჭირდება.
მისი სიტყვების გააზრებისას თვალები გაახილა და წამით შეიცადა. შემდეგ ისე წამოდგა, იდაყვს დაეყრდნო და მის გვერდით მწოლიარე ნამჯუნს გახედა, ღიმილით რომ უყურებდა.
-რაში? - არ იცოდა რატომ ჩურჩულებდა, მაგრამ უფრო ხმამაღლა ლაპარაკი არ შეეძლო. არ მოეწონა საუბრის მსგავსი დაწყება. ნამჯუნი დახმარებას არასდროს ითხოვს, მით უმეტეს, დარასგან. - ყველაფერი კარგადაა?
-შემდეგ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი წვეულებაა ბიზნეს ინდუსტრიაში. წელიწადში ერთხელაა და ყველა ცნობილი ბიზნესმენი იქ იქნება თავმოყრილი.
-და ჩემი დახმარება რაში გჭირდება?
-მეწყვილე მჭირდება, - დარას სხხეულში გაკვირვებამ კიდევ უფრო ღრმად მოიკიდა ფეხები. - ხომ იცი ჟურნალისტების ამბავი? არ მომასვენებენ, თუკი მარტო მივალ.
-არც მაშინ მოგასვენებენ, თუკი ჩემთან ერთად მიხვალ. არც იმით დაკმაყოფილდებიან, პარტნიორთან ერთად რომ მიხვედი და ისინი მეც მომწვდებიან!
-მართალია, არც მაშინ მომასვენებენ, მაგრამ თუკი მარტო მივალ, ეს უფრო მეტ სალაპარაკოს შექმნის! ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვიცი, ამჯერად თავს ვერ დავაღწევ ამ სიტუაციიდან პარტნიორის გარეშე.
-შეგეძლო ნებისმიერისთვის გეთქვა, ჯუნ, არ მინდა პრობლემები შეგიქმნა.
-მე შენ მჭირდები. - ამოიოხრა და წამით თვალები ერთმანეთს დააჭირა. რომ არ სცოდნოდა, რას გრძნობდა ნამჯუნი მის მიმართ, ამ სიტყვებს სხვანაირად გაიგებდა. - უკვე დიდიხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ნაცნობის გვერდით ყოფნა უფრო დიდი შევბა იქნება.
-არ ვიცი.. - თვითონაც საწოლზე დაწყვა და ჭერს მიაშტერდა. - ზედმეტად მაღალი საზოგადოებისთვის არ გამოვდგები. ამის სილამაზეც კი არ მაქვს.

YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...