4.
ბატონი კიმი არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი ბიზნესმენებისგან, რომლებიც გამუდმებით მათ საქმიანობაზე საუბრობენ. ასეთ ადამიანებს დაუსრულებლად შეუძლიათ ერთსა და იმავეზე ისაუბრონ ისე, არაფერმა შეუშალოთ ხელი. ასეც იყო, დარას მისვლა არც კი შეუმჩნევია, როცა ნამჯუნი დაინახა. თითქოს თვალებზე ბინდი გადაეკრო და მისი დანახვა იმის ნიშნანი იყო, რომ უნდა ჩართულიყო და გამორთვაზე არც კი ეფიქრა.
ყველაფერს მოედო. ჯინიც ჩაითრია, ნამჯუნსაც უამრავი კითხვა დაუსვა და მხოლოდ ახლა მიხვდა დარა, რატომ სჭირდებოდა ნამჯუნს თანმხლები, ამ კაცს რომ გამკლავებოდა. მხოლოდ ის კითხვა სჩებოდა პასუხგაუცემელი, თუ ვინ იყო თეჰიონი, რადგან ეს ბიჭი, ჯერ არსად ჩანდა და ბიჭების საუბრიდან თუკი დასკვნას გამოვიტანთ, ერთადერთია, ვისაც ბატონი კიმის დაუსრულებელი ლაპარაკის შეჩერება შეუძლია.
-ნამჯუნ, მთელი საღამოა ერთსა და იმავეს ვისმენ შენზე! - ისევ ბატონმა კიმმა დაიწყო საუბარი. - ყველა ამ თემაზე საუბრობს და ნამდვილად ასეა?
-თუკი ჩემს მშვენიერ პარტნიორს გულისხმობთ, ბატონო კიმ, მაშინ დიახ, მართალია. - ნამჯუნმა ღიმილით ჯერ დარას გახედა, რომელიც გვერდით ედგა და შემდეგ ბატონ კიმს. რას გულისხმობენ?
-ნამდვილად ლამაზია, არა, ბატონო ჩემო? - ჯინი კიმის გვერდით იდგა, მართალია ჩურჩულით უნდოდა ეთქვა, თითქოს საიდუმლოს უმხელდა, მაგრამ სპეციალურად მაინც ხმამაღლა განაცხადა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო.. - შეიცადა, დარას თავისი სახელი რომ ეთქვა.
-დარა, - ღიმილით დაუქნია გოგონამ თავი. - კანგ დარა.
-ქალბატონო კანგ, დღეს ნამდვილად ლამაზად გამოიყურებით. - ღიმილი ვერ დაფარა კიმმა. - მაპატიეთ, რომ აქამდე ყურადღება ვერ მოგაქციეთ. უკვე გეცოდინებათ, რამდენად იშვიათად შეიძლება შეხვდე კიმ ნამჯუნს, მისი მოუცლელობის გამო.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...