მხოლოდ მე და შენ...

701 84 34
                                    

11.

დილით საკმაოდ ადრე გაეღვიძა. თვალების გახელვისთანავე კი გვერდით მწოლიარე ბიჭის სახე დაინახა, რომელსაც მშვიდად ეძინა.

სირცხვილი გრძნობამ ერთიანად დაუარა სხეულში. იმდენად დაბნეული იყო, ისიც კი არ იცოდა რა გაეკეთებინა, ნორმალურად იმასაც ვერ აანალიზებდა, რატომ გრძნობდა თავს ასე უცნაურად. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თუკი თვალებში ჩახედავდა, თუკი დაელაპარაკებოდა, ერთიანად ჩამოიშლებოდა ისიც და მათი ურთიერთობაც.

ერთხანს კიდევ უყურა ბიჭის სახეს, შემდეგ საწოლიდან ფრთხილად გადაძვრა და თავი მოიწესრიგა. ასევე ჩუმად აიღო საჭირო ნივთები და ოთახიდან, მალევე კი სახლიდან გამოვიდა. ჯერ კიდევ ადრე იყო, მაგრამ მაინც ამჯობინა სამსახურში წასულიყო და გუშინდელი ამბები, ის, რომ ნამჯუნის წინაშე დედამ გაარტყა და ის, რომ მის წინაშევე იტირა, დაევიწყებინა. ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ დროებით მაინც უნდოდა მოწყვეტოდა რეალობას და თავი სხვა რამით დაეტვირთა.

რამდენიხანი იყო თავის ოფისში და მუშაობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა მობილურის ხმა გაიგო და შეტყობინებას გადახედა. მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მისი მობილური რეკავდა. რამდენიმე გამოტოვებული ზარიც ნახა ნამჯუნისგან და შეტყობინებებიც, რომელთა უმეტეშობაშიც ერთი და იგივე კითხვა იკითხებოდა: „სად ხარ, დარა? მობილურს რატომ არ იღებ?".

ერთი ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ ერთი შეტყობინება გაუგზავნა ნამჯუნს: „კარგად ვარ. ვმუშაობ და როცა მეცლება, შეგეხმიანები".

სახლში მისვლამდე არ შეეხმიანებოდა. არ იცოდა რა ჯანდაბა სჭირდა, მაგრამ ისე სცხვენოდა მასთან საუბრის, რომ ერჩივნა უბრალოდ გაქცეოდა. ცოტა ხნით მაინც, რადგან საბოლოოდ, მაინც მასთან უნდა დაბრუნდეს.

როცა საათს გადახედა და დაინახა, რომ შუადღეს დიდიხანი იყო, რაც გადასცილდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა, საბუთებს, რომლებშიც თავი ჩაერგო, თვალები მოაცილა და ერთ ადგილს მიაშტერდა. გონება გაეფანტა ნამჯუნის შეტყობინების ნახვის შემდეგ და ახლა მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ცოტა გულის გადაყოლება კი ნამდვილად სჭირდება, ეს სიმძიმე სულ ცოტათი მაინც რომ შეამციროს.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now