რეპორტაჟი

667 78 30
                                    

14.

-„20 კითხვა?" ცოტა ბავშვურად არ ჟღერს? - თვალები მოჭუტა დარამ და ნამჯუნს გახედა, რომელიც უჩვეულოდ იღიმოდა.

-სულაც არა, - თავი სწრაფად გააქნია. - ასე უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.

-ისედაც ვიცნობთ და დროს რატომ ვხარჯავთ? - თვალები აატრიალა და ეცადა მისი ხელებიდან თავი გაეთავისუფლებია, მაგრამ სამზარეულოს ბარზე იყო მომწყვდეული, ნამჯუნის მის წინ იდგა, მისსავე ფეხებს შორის, ხელები წელზე მოეხვია გოგოსთვის და გამალებით აშტერდებოდა და ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

-ახლა უფრო მეტის გაგება მინდა შენზე, დარა და თუკი ერთმანეთს კითხვებს დავუსმევთ, ეს უფრო ადვილს გახდის ყველაფერს. -სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია და დაელოდა, რას მოიმოქმედებდა გოგონა. ამ უკანასკნელმა ერთი ღრმად ამოისუნთქა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ისევ ნამჯუნის ყავისფერ თვალებს ახედა.

-კარგი, ხო, - ბოლოს მაინც დანებდა. - რა გაინტერესებს? დაიწყე. - ნამჯუნის სახეზე მაშინვე გამოისახა ღიმილი, რომელმაც ჩაღრმავება გამოუჩინა ლოყაზე.

-ძალიან კარგი, მარტივებით დავიწყოთ! იმედია წესები იცი? - მაინც გადაამოწმა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა.

-კი, მგონი მახსოვს. ჯერ შენ მისვამ კითხვას, მე პასუხს გცემ და მერე მე გისვამ ან იმავეს, თუკი მაინტერესებს ან კიდევ ახალს და იმაზე მცემ პასუხს. ასე ვაგრძელებთ, სანამ ორივე 20-20 კითხვას არ დავუსვამთ ერთმანეთს.

-სრულიად მართალი ბრძანდებით, ქალბატონო კანგ, - კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგონას და ხელები ამჯერად წელიდან ბარძაყებზე ჩაუსრიალა. - მარტივებით დავიწყებ: როგორ გაიცანი შენი მეგობრები?

-ის გადარეულები? - ღიმილი ვერ დაფარა დარამ, ნამჯუნმა კი თავი სწრაფად დაუქნია. - ნაიონის დამსახურებით. მე და ნაიონი ბავშვების მეგობრები ვართ, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და ფაქტობრივად, ერთმნეთს შევესისხლხორცეთ. ერთხელ ნაიონმა ის ბარი აღმოაჩინა, რომელიც ჰოსოკს ეკუთვნის და სადაც ისინი ერთად მღერიან. მისი ფანი იყო და ერთ დღესაც, სასწაულებრივად, გაიცნო ჰოსოკი და ერთმანეთი შეუყვარდათ. დამერწმუნე, ახლა იმდენიხნის და ისეთი გრძელი ისტორია მოგიყევი მოკლედ, შენც გაგიკვირდებოდა, რომ გცოდნოდა. მოკლედ, მას შემდეგ ძალიან დავმეგობრდით, ყველანი ერთი დიდი ოჯახის ნაწილი გავხდით და გული მწყდება, ამ ბოლო დროის განმავლობაში ხშირად რომ ვერ ვნახულობ მათ. არაფერი უთქვამთ, მაგრამ მათ გამოხედვაში წყენა მაინც დავინახე და უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვუღალატე.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now