დასასრული

605 78 28
                                    

18.

-პრეს-კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადიოდა, - მკრთალად გაიღიმა ქალმა და მის წინ მდგარ წყვილს დააკვირდა. - გიყურებდით, როგორ იტყუებოდით ამდენი ადამიანის წინაშე და სიცილს ვერ ვიკავებდი.

-აქ ამისთვის მოხვედი? - კბილებში გამოცრა დარამ და ერთი ნაბიჯი ქალისკენ გადადგა. - ასეთ მდგომარეობაში?

-ასეთ მდგომარეობაშიო? - გაიკვირვა ჰიუსონმა, თითქოს არ იცოდეს რაზე საუბრობს. - რას გულისხმობ საყვარელო? მშვენივრად ვარ, არ მოგწონვარ?

-იმის შემდეგ, რაც გააკეთეთ, აქ არ უნდა იყოთ, ქალბატონო ლი! - მშვიდად უთხრა ნამჯუნმა ქალს და მისი ყურადღებაც მიიქცია. ქალმა წამით შეიცადა, შემდეგ ისევ გაიღიმა და რამდენიმე ნაბიჯი ისე გადადგა, დარას რომ მიახლოებოდა.

-არ ვიცი, რას გულისხმობ, საყვარელო, - ამჯერად ნამჯუნს გახედა, დარას უკან რომ იდგა, რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული. - მაგრამ თუკი თქვენი სისულელე დოკუმენტის გადაცემაზე საუბრობ, იმ სულელ ჟურნალისტს რომ მივეცი, ეგ კი ნამდვილად მაგარი რამ გავაკეთე. - გაიცინა და ხელები დარას მხრებზე დააწყო. - კარგი ფულიც ვიშოვე და ჩემი საქმეც გამოვასწორე.

-გულის ამრევი ხარ! - ხელები უხეშად მოაცილებინა ხელიდან. - შენი შვილი გაწირე, ასე საშინლად რომ ყოფილიყავი, ჰიუსონ?

-ოხ, კარგი, რა, დარა! შენ თვითონ არ გამოაცხადე, მაგ ქალმა დედის სტატუსი დიდი ხნის წინ დაკარგაო? რატომ გიკვირს?

-მართალია, - მწარედ ჩაიცინა დარამ. - უკვე მიჩვეულიც უნდა ვიყო, რომ ჩემი არასდროს არაფერი არ იქნები!

-სამაგიეროდ, ხომ ვიყავი? - ამჯერად იქვე დადებულ სკამდე ჩამოჯდა და დარას გამალებით შააშტერდა თვალებში. - მამაშენის გარდაცვალებამდე ხომ ვიყავი? - ჩაიცინა თავისთვის ქალმა და კარგად რომ დაკვირვებოდი, სევდასაც დაინახავდი მის სახეზე.

-თუკი მამაჩემზე ლაპარაკს აპირებ, დროს ტყუილად ხარჯავ! იმის ღირსიც კი არ ხარ, მასზე ილაპარაკო!

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now