16.
-რა გინდათ, რომ ჩემგან მოისმინოთ, ქალბატონო კიმ? - აჩქარებული გულისცემა ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ მაინც ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებია, რათა ყველაფერზე ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხი გაეცა.
-სიმართლე, რა თქმა უნდა, - აი, იენა კი საერთოდ არ ნერვიულობდა. ისე უყურებდა დარას, თითქოს იცოდა, რასაც იტყოდა. თითქოს შეეძლო მის სახეზე ნერვიულობა ამოეკითხა, მიუხედავად იმისა, რომ დარა ასე გამალებით მალავდა.
დარამ იენას სახეს ახედა და წამით შეიცადა, სანამ რაიმეს იტყოდა. რა იყო ასეთ შემთხვევაში ყველაზე ლოგიკური გამოსავალი? ყველა გზა მაინც დასასრულისკენ მიდის და რა აზრი აქვს მოიტყუოს იმაზე, რასაც აღარ ეშველება?
-მე კანგ დარა ვარ, კიმ ნამჯუნის დროებითი საცოლე, რომელსაც დედა ნარკომანი ჰყავს, მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და რომელმაც ბევრი იშრომა, რათა მთავარი რედაქტორი გამხდარიყო, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ რედაქციაში. ირონიულია, მაგრამ ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან, თუმცა, ცხოვრება იმდენი სიურპრიზითაა სავსე, რაც არ გიყვარს, ყველაზე დიდი იარაღი აღმოჩნდება ხოლმე გადასარჩენად.
-დიდიხანია ნამჯუნს იცნობ? - ისევ ისეთი სიმშვიდით იკითხა იენამ, დარამ კი თვალები მოაცილა და მის უკან კედელს მიაშტერდა. რადან დაიწყო, უკანაც ვეღარ დაიხევს. რადგან ხმა ამოიღო, დამალვას აზრი აღარ აქვს.
-ორ წელზე მეტია, - ერთი ღრმად ამოისუნთქა და ხელები ნერვიულად აათამაშა. - პირველად ბარში გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ვხვდებოდი, - წამით შეიცადა, ყოყმანობდა ეთქვა თუ არა სიმართლე ბოლომდე. - როგორც სექს პარტნიორები...
იენას მზერა არ შეცვლია. ისე მშვიდად მიიღო გოგონას პასუხი, რომ შეუძლებელი იყო ეჭვი არ შეგპარვოდა მის ასეთ საქციელში, მაგრამ დარას არაფერი უკითხავს, მხოლოდ მის პასუხს დაელოდა.

YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...