ახლა მეც მოთამაშე ვარ

852 83 31
                                        

6.

-ნამჯუნ, შეგიძლია ჩემი საყვარელი ჩაი მოატანინო? - ღიმილით იკითხა ქალბატონმა კიმმა და დივანზე ჩამოჯდა, სადაც დარა უკვე აღარ იჯდა. ის ნამჯუნის გვერდით იდგა, რომელიც ნერვიულად უყურებდა დედამისს. ამ ქალის აქ ყოფნა, კარგის ნიშანი ნამდვილად არ იყო. ის ან რაღაცას გააფუჭებს ან პირიქით.

-ჩაის დალევას მერეც შეძლებ, დედა, - ერთი ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა. მისი ოთახიდან გასვლა კატასტროფის ტოლფასი იყო და ამას კარგად აანალიზებდა. ხოლო კატასტროფა ან დედამისის ან დარას სამუდამო დაკარგვით დასრულდება. - აქ რისთვის ხარ?

-მე ახლა მინდა და თუ შეიძლება, შეასრულე რასაც უფროსი გთხოვს და ჩემი საყვარელი მწვანე უშაქრო ჩაი მოატანინე! - საკმაოდ მომთხოვნად ჟღერდა ქალის სიტყვები. ნამჯუნი ჯერ დედას მიაშტერდა, შემდეგ დარასკენ გაიხედა, რომელიც უკვე მას უყურებდა. - ნუ გეშინია, შენს საცოლეს არ შევჭამ, საყვარელო! - სიტყვებს სიცილი ამოაყოლა. ოჰ, ნეტა ასე ადვილად იყოს ყველაფერი.

-სულ ცოტა გაუძელი, კარგი? - ისე ახლოს მიუატანა ტუჩები გოგონას ყურთან, მხოლოდ მას რომ გაეგო ნათქვამი სიტყვები. - ძალიან მალე დავბრუნდები. - დარამ სწრაფად დაუქნია თავი ბიჭს და ისიც გასასვლელისკენ წავიდა. გასვლამდე დარას ისევ გამოხედა და ყველანაირად ეცადა მის სახეზე გამომეტყველება ამოეკითა. უნდოდა რაიმეს მაინც ჩაჭიდებოდა, მაგრამ როცა ვერაფერი მოახერხა, კარიდან გაუჩინარდა.

-შეგიძლია ჩამოჯდე, კანგ დარა, - ისევ ღიმილით განაგრძნო ლაპარაკი ქალბატონმა კიმმა. დარას სხეული ერთიანად დასჭიმვოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებია. ახლა ის მომენტი იყო, როცა ყველაფერი კარგად უნდა გაეკონტროლებინა.

გოგონაც დაემორჩილა მის სიტყვებს. დივნის წინ სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, ხელები ფეხებზე დაიწყო და ისევ მის წინ მჯდარ ქალს გახედა. რამდენიმე წამი არც ერთი არ ლაპარაკობდა. დახვეწილი ქალბატონი დარას თხელ, მოყვანილ სხეულსა და ლამაზ სახეს აკვირდებოდა. ზედმეტად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა მის წინ მჯდარი ქალისგან განსხვავებით, თუმცა, მის ბუნებრივ სილამაზეს ასე უბრალოდ ხაზს ვერ გადაუსმევდი. არც მაკიაჟი ეკეთა, არც განსაკუთრებულად ეცვა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივზე უკეთ გამოიყურებოდა.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now