8.
დაპირებული წვეულება რამდენიმე დღეში გაიმართა იენას სახლში. საღამოს მთავარი სტუმრები და ყველასთვის სალაპარაკო თემა ნამჯუნისა და დარას ურთიერთობა იყო. არავინ საუბრობდა იმაზე, რადმენად ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვათ იქ მყოფთ, არც იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ წვეულებისთვის ძალიან ბევრი დახარჯეს და ძალიანაც მოინდომეს. ყველას თვალი და ყური დარაზე და ნამჯუნზე იყო.
აი, დარას ჩაცმულობას, მის ძვირადღირებულ კაბასა და დავარცხნილ თმებს კი ნამდვილად ყველა აქცევდა ყურადღებას. იმასაც თეთრი, ძალიან უბრალო, მაგრამ ძვირადღილებული კაბა რომ ეცვა, რომელსაც თხელი სალტები ამაგრებდა მხრებზე და რომელიც არც მოკლე, მაგრამ არც ძლიან გრძელი იყო. გაშლილი, ბოლოებში კულულებად ჩამოყრილი თმა მის მხრებს ფარავდა, მსუბუქი მაკიაჟი კი უდაოდ ხაზს უსმევდა მის ბუნებრივ სილამაზეს. იქ მყოფ საზოგადოებას სალაპარაკო თემა ნამდვილად ჰქონდა დარას სახით და არც ეს უცრუებდა რომელიმე მათგანს იმედებს.
რა თქმა უნდა, არც ჟურნალისტები აკლდა წვეულებას, მაგრამ ერთ კამერასაც ვერ დაინახავდი შენობაში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე არ გიყურებს. ნამდვილად საშიშად ჟღერს, მაგრამ ჟურნალისტები განა საშიშები არ არიან? თუ ერთხელ უკვე მოახერხეს დამშეული ცხოველებივით დარასთვის თავდასხმა, ეს მეორედ, მესამედ და ვინ იცის, იქნებ უფრო მეტჯერაც მოახერხონ. მართალია იენას სახლი დაცულია, მაგრამ მანცაა საჭირო სიფხიზლე.
ნამჯუნი თავს ისე იჭერდა, თითქოს დიდი მოვლენა არ იყო ჟურნალისტების მსგავსი ინტერესი მისდამი, არც ეს წვეულება იყო რაიმეთი განსაკუთრებული მისთვის, თუმცა ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. ნახევარი ცხოვრება მსგავს წვეულებებსა და მოვლენებში გაატარა. ათასი ადამიანი შეხვედრია და ათასი მსგავსი სიტუაცია გადაუტანია, მისთვის რაიმე ახალს რომ წარმოადგენდეს ხალხთან მსგავსი ურთერთობა.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanficურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...