მუსიკა არ დაგავიწყდეთ!
-------------------
10.
მისაღებ ოთახში ქალბატონმა გომ ჩაიდანთან ერთად, სამი ფინჯანი შემოიტანა და თითოეულს სავსე ჩაით დაუდგა წინ. შემდეგ თავაზიანად განუცხადა, რომ თუკი სხვა საქმე არ ჰქონდათ მასთან, წავიდოდა და როცა თანხმობა მიიღო, უსიტყოდ დატოვა ოთახი.
სიჩუმემ დაისადგურა.
დარა ფრჩხილებს ხელიგულებზე ისე ძლიერად აჭერდა, ლამის სისხლიც კი წამოუვიდა. ნამჯუნი ამას ხვდებოდა, მაგრამ მანამ არ აპირებდა ჩარევას, მანამ არ აპირებდა ნაბიჯის გადადგმას, სანამ დარა ამის საშუალებას არ მისცემდა. ის უკვე გაერკვა, რომ ეს დარას დედაა, რომ ის ახლა მათ წინ ზის და ღიმილით უყურებს ორივეს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რატომა გოგონას რეაქცია ასეთი მძაფრი.
-გულწრფელად გამიხარდა თქვენი ამბავი. - სიჩუმე დარას დედამ დაარღვია. ქალმა ჯერ ნამჯუნს გადახედა, რომელმაც ზრდილობიანად გაუღიმა და შემდეგ დარას, რომელიც მას არ უყურებდა. ხელები დაემუშტა, კალთაში ჩაეწყო და დაძაბული იჯდა. - მაპატიეთ, აქამდეც უნდა გამეცანით. მე ლი ჰიუსონი ვარ, კანგ დარას დედა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო ლი. - ნამჯუნმა უპასუხა და დარასკენ გააპარა თვალი, რომელიც ისევ ისე იჯდა. - მაპატიეთ, რომ აქამდე ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდით. - ნამჯუნმა იცოდა, რომ დარას მამა გარდაიცვალა, მაგრამ დედამისზე არასდროს ლაპარაკობდა და ეს უკანასკნელიც, ჩუმად დარჩენას ამჯობინებდა. სანამ თვითონ არ იქნებოდა მზად ამ ამბის მოსაყოლად, მანამ არ ჩაერეოდა.
-ოჰ, არაუშავს საყვარელო. - სიცილით გააქნია ხელი და ისევ გახედა ნამჯუნს. - მარტო შენ არ ხარ დამნაშავე. აქამდე უნდა მოვსულიყავი და ჩემი შვილის ამბავი გამეგო!
-რომელი შვილის? - ამდენიხნის შემდეგ, პირველად ამოიღო დარამ ხმა. ინსტიქტურად გახედა ორივემ გოგონას, რომელმაც დაღლილი თვალებით ახედა დედამისს.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...