Follow me on INSTAGRAM ^_^ ლინკს ჩემს გვერდზე ნახავთ, აღწერაში ^_^
----------------------------------------------------------------
3.
არ დაუთვლია მანქანაში რამდენიხანი იჯდა. ყურსასმენები ეკეთა და მუსიკა საშუალებას აძლევდა მთლიანად კონცეტრირებულიყო საკუთარ თავზე და არა იმ სიტუაციაზე, რომელშიდაც იყო. წითელი, საკმაოდ გრძელი კაბა კი, რომელიც არც მისი გემოვნებით არჩეულა და არც მის საყვარელ მაღაზიაში უყიდიათ, თავს არაკომფორტულად აგრძნობინებდა.
დილით ზუსტად ერთი შეტყობინება მოუვიდა ნამჯუნისგან: „მოგაკითხავენ, მოემზადე.". იცოდი რასაც ნიშნავდა ეს ორი სიტყვა და მორჩილად დაელოდა, როდის მოვიდოდა ის, ვინც მასთან წაიყვანდა. ყოველ შემთხვევაში, ის ეგონა, რომ როცა მოაკითხავდნენ, ნამჯუნთან წაიყვანდნენ, მაგრამ შეცდა, რადგან ნაჯუნთან მისვლამდე დიდი გზა უნდა გაევლო, რაც მაღაზიაებსა და სალონებში სიარულს მოიცავდა.
ნამჯუნის მენეჯერი კაბას დარას ნაცვლად არჩევდა. ღმერთმა იცის რამდენი კაბა მოირგო და რამდენზე უთხრა უარი. უამრავი მიზეზი ჰქონდა. ზოგიერთი უბრალოდ არ უხდებოდა, ზოგი წვეულებისთვის შეუსაბამო იყო, ზოგი კი ნამჯუნს არ მოეწონებაო, ცხვირის მოჭმუხვნით ეუბნებოდა ხოლმე მისი მენეჯერი და დარაც ძალაუნებურად ემორჩილებოდა.
ნახევარი დღე სავაჭრო ცენტრებში დადიოდნენ. ყველანაირი კაბა და შარვალი მოირგო, მაგრამ არაფერი იყო „ის", რასაც ასე გამალებით ეძებდნენ. ბოლოს, ძალაგამოცლილი ერთ-ერთ საკმაოდ ძვირიან მაღაზიაში შევიდნენ და მაშინ, როცა უკვე აღარაფრის იმედი ჰქონდა, აღმოაჩინეს ის წითელი, გრძელი და ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც ახლა აცვია და ასე ძალიან უხდება.
თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. მხოლოდ იმ პროცესებით, რომლებიც ამ მომენტამდე გამოიარა, მიხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წვეულება, რომელზედაც მიდიოდა. მაკიაჟი, თმა, ფრჩხილები ყველაფერი მოუწესრიგეს თავისებურად, როგორ წვეულებას შეესაბამება და ბოლოს გამოაცხადეს, რომ მზად იყო .

YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...