Remedy

780 76 21
                                    

! 18+ ! 

MATURE CONTACT!

20.

-შეგიძლია დამეყრდნო, ნამჯუნ! - მკაცრდ განაცხადა და ხელი წელში ისე შეუცურა, მეორე ხელის მის მხარზე დადება რომ შესძლებოდა.

-ჩემითაც შევძლებ, - დაიწუწუნა ბიჭმა და დარას თვალებს გახედა, რომელმაც კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო ბიჭი სხეულზე და სახლისკენ გაუძღვა.

არაფერი უპასუხია და ნამჯუნმა მისი გამოხედვითაც კი გაიგო სათქმელი, რასაც. მკურნალობამ კარგად ჩაიარა, იმაზე ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა ბიჭს, ვიდრე ეს ექიმებს ეგონათ და შესაბამისად, შედეგაც არ დააყოვნა. ერთი კვირის შემდეგ ნამჯუნი საავადმყოფოდან გამოწერეს.

რეპორტაჟები დარასა და ნამჯუნის ყალბ ურთიერთობაზე აღარ გადიოდა სხვადასხვა არხზე, სამგიეროდ, იმ ფაქტს განიხილავდა ყველა, თუ როგორ მოხვდა საავადმყოფოში ცხნობილი ბიზნესმენი და რა მოხდა სინამდვილეში. თუმცა კი იცოდნენ, რომ დარას დედა ამ საქმეში გარეული იყო, მაგრამ, ცოტა თუ განიხილავდა იმ ფაქტს, რომ ამ უკანასკნელმა ესროლა ნამჯუნს.

თვითონ დარა ამაზე არ ლაპარაკობდა. ყველანაირად ცილობდა, გაქცეოდა ამ მტკივნეულ მოგონებას და შესაბამისად, ყველანაირად ერიდებოდა იმ საუბარსაც, რომელიც ნამჯუნთან ელოდა. ერთადერთი, რაც იცის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არის ფაქტი, რომ ჰიუსონი უკვე ციხეშია და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, სასამართლოც გაიმართება ნარკოტიკების მოხმარებისთვისა და ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დადგომის გამო. სხვა დარას არც აინტერესებდა.

როცა ჰანბინი პალატაში შემოდიოდა, დარა ყველაფერს იმიზეზებდა და მათთან არ რჩებოდა. იცოდა, კომპანიის საქმეებს ამასაც რომ მოაყოლებდნენ და ეს ნამდვილად არ უნდოდა. თუმცა კი, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენხანს გაძლებდა მსგავს სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ სასამართლო არ გაიმართება და ყველაფერს საბოლოო წერტილი არ დაესმება.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now