7.
იმ ღამით ნამჯუნთან დარჩა.
ბიჭი სახლიდან მუშაობდა, დარასთან ერთად იყო ოთახში, ნახევრად შიშველი მიჯდომოდა მაგიდას და ნოუთბუქში კლავიატურას ათამაშებდა. დარა საწოლზე იწვა და მის მოძრაობებს აკვირდებოდა. ფიქრები თავისით იკვლევდნენ გზებს გონებაში და ერთი დაუსრულებელი აზრი მეორეს მოზდევდა, რათა გონებისთვის დასვენების უფლება არ მიეცათ.
ერთი შეხედვით ყველაფერი იმაზე იდიალურად ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. საწოლიდან მისი საყვრელი ადამიანის ყურება, მისი მოძრაობების შესწავლა და მისი ამ მხარის გაცნობა, ცუდად ნამდვილად არ ჟღერდა. ასეც გრძნობდა თავს, მაგრამ რეალობა მაინც ახსენებდა თავს. ის რეალობა, რომელიც გამაყრუებლად გაჰყვიროდა, რომ ხვალ ახალი დღე დაიწყება და ყველაფერს ისევ ისეთი ყალბი სახე მიეცემა, როგორც აქამდე იყო.
ეს ფიქრი კი ისე ანარცხებდა მიწაზე, როგორც დაჭრილ ფრინველს, რომელსაც ფრენის ძალა აღარ შეწევს, მაგრამ არც კვდება, სიცოცხლეც უძნელდება. მათი სიტუაციაც დაჭრილი ფრინველისას გავდა, მისი გრძნობები ის გატეხილი ფრთა იყო, რომელსაც გამთლიანება სჭირდებოდა, მაგრამ ისეთ უკაცრიელ ადგილას, სადაც ეს დაჭრილი ფრინველი ჩამოვარდა, გადასარჩენად გამოწვდილი ხელი არ არსებობს. მისი ჭრილობა კი შეუხორცებელია და სიკვდილამდეც ადვილად მიიყვანს.
იმ ღამით ნამჯუნთან დარჩა.
იმდენად იდეალურად ეჩვენა ის საღამო, იმასაც კი დაიჯერებდა, რომ ნამჯუნს მისდამი გრძნობები გაუჩნდა. მართლა დაიჯერებდა, თავისი თავისთვის ბარიერები რომ არ დაეწესებინა. მომხდარზე ეფიქრებოდა და ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ დასთანხმდა შემოთავაზებაზე. ჯერ ნორმალურად ისიც კი არ იცის, რას მოიცავს ეს გარიგება მათთვის.
თავს ისე გრძნობს, როგორ ოქროს მაძიებელი, ნებისმიერ ფასად რომ გააკეთებს ყველაფერს, ოღონდ სასურველი ოქრო მიიღოს. მის შემთხვევაში ოქრო ნამჯუნია, მაგრამ ის მასთან დიდხანს არ გაჩერდება. რას მიაღწევს სამ თვეში? თავს შეაყვარებს? ეს ხომ შეუძლებელია. თუკი ორ წელიწადში არ შეიცვალა არაფერი, სამი თვე რამეს შეცვლის? ეს ხომ აფსურდია. ან კიდევ, რას ფიქრობდა, როცა დასთანხმდა? კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, დარას რა შერჩება? გატეხილი გული და ნერვიულობით გათენებული ღამეები? ღირდა თავის ცხოვრებად ეს გადაწყვეტილება? კი თქვა, დასაკარგი არაფერი მაქვსო, მაგრამ ნამჯუნის სახით ყველაფერი არ ეკარგება? თუმცა, მაშინ, როცა იენას განუცხადა, ნამჯუნის საცოლე ვარ და ამას ვერაფერი შეცვლისო, ამაზე საერთოდ არ უფიქრია. ეგონა, თუკი ნამჯუნს გადარჩენდა, საკუთარ თავს ამით არაფერს დაუშავებდა, მაგრამ ის არ გაუთვალისწინებია, რომ ამით თვითონე ითხრიდა ფეხქვეშ მიწას.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...