5.
გასაკვირი საერთოდაც არ იყო, მეორე დღეს სეულის ნახევარი კიმ ნამჯუნის საცოლეზე რომ საუბრობდა. ყველას ერთი და იგივე წინადადებები ეკერა პირზე. ვინ არის ის ქალი, რომელსაც ახალგაზრდა ბიზნესმენი აქამდე მალავდა. რა თქმა უნდა, კანგ დარაზე ბევრი არავინ არაფერი იცოდა, ჟურნალისტებს კი ახალი საქმე გამოუჩნდათ და უკანაც არც ერთი იხევდა.
სახლში მოუწია დარჩენა. სამსახურში ყველა გააფრთხილა, დღეს არ ვიქნები და მიზეზი ჩემზე კარგად იცითო. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც იქნებოდა სახლში, სანამ ჟურნალისტებს არ მოიცილებდა. რა თქმა უნდა, ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ საღამოს ხალხში გამოჩენა უფრო ჭკვიანურია, ვიდრე დღის სინათლეზე. ამიტომ დარამაც ამჯობინა არსად წასულიყო.
ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. ვერც იმას, რომ ნამჯუნის საცოლედ შერაცხეს და ორი წლის დამალული ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაამჟღავნეს და მით უმეტეს, ვერც იმას, რომ ამ სკანდალით ყველაფერ წერტილი დაესვა. ჯუნი აღარ მოსწერდა, რომ დალოდებოდა, ვერც დარა და ვერც ნამჯუნი ვეღარ მიიღებდნენ სიამოვნებას, რადგან ამ უკანასკნელმა ყველაფერს თავისით დაუსვა წერტილი.
გულს ტკენდა ის ფაქტი, რომ ნამჯუნისთვის სათამაშოზე მეტს არ წარმოადგენს. მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც ბიჭს სურს, დარას გული ტკივა, მის გრძნობებზე და ემოციებზე კიდევ საერთოდ არავინ საუბრობს. ნამჯუნმა ყველაფერს თავისით მოუღო ბოლო, თვითონ გადაწყვიტა წინადადების ბოლოს წერტილი დაესვა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. თუმცა, გრძნობები, რომლებიც დარას შიგნიდან ჭამდნენ, რომლებიც გამუდმებით ახსენებდნენ, რომ ნამჯუნი მოენატრებოდა, ნამდვილად გადაიყვანდა ჭკუიდან.
მართლა უნდოდა, რომ მთელი დღე სახლში ყოფილიყო. არაფერზე ეფიქრა და ეძინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ძლივს გაჩერდა ოთხ საათამდე სახლში. იმდენად იყო აფორიაქებული, მალე საკუთარ თავს უყვირებდა, იმდენად ბევრს ფიქრობდა მომხდარზე. არც ერთ შანსს არ ტოვებდა, კიდევ და კიდევ უფრო ღრმად ეფიქრა ამ საკითხზე და ამით თავს კიდევ უფრო ტკენდა. ამიტომ ამჯობინა, სახლიდან გასულიყო და ესუნთქა.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...