13.
რამდენიხანი უყურებდა მძინარე ბიჭს, რომელიც მშვიდად ფშვინავდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. მის ხელებში მომწყვდეულს, თავის გათავისუფლება გაუჭირდა, რათა წამომდგარიყო, თუმცა, სულაც არ უნდოდა მის მკლავებში მოქცეულს სადმე წასულიყო. მოსწონდა დილით მისი ყურება. იმდენად სხვანაირი ამ დროს ნამჯუნი, რომ უბრალოდ ყურებაც კი საკმარისია, მშვიდად რომ იგრძნო თავი.
ინსტიქტურად ხაზავდა უსწორმასწორო ხაზებს ბიჭის მოშიშვლებულ მკლავზე, რომელიც მის წელზე იდო და გოგონას სხეულს ბიჭისაზე მჭიდროდ აკრობდა. თვალს არ აშორებდა მის სახეს და უცნაურად მშვიდად იყო. თითქოს მის გონებაში ფიქრებსაც კი ეძინათ და მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდნენ. თითქოს ეს დილა ასეთი უნდა ყოფილიყო, მშვიდი, არარეალურად კარგი. თუმცა, სიზმარიც რომ ყოფილიყო, წასვლა ნამდვილად არ უნდოდა, იმდენად კომფორტულად გრძნობდა თავს.
არც ისე დიდხანს დასცალდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ბიჭი რამდენჯერმე შეირხა, სწორედ ისე, გაღვიძებისას რომ სჩვევიათ ადამიანებს და რამდენიმე წამში თვალები გაახილა. მაშინვე დარას ყავისფერ თვალებს შეეჩეხა. იმდენად ახლოს იწვნენ ერთმანეთთან და ისე ჰყავდა მიკრული საკუთარ სხეულზე ნამჯუნს გოგონა, რომ შეუძლებელი იყო სხვა რამე დაგენახა, გარდა მისი თვალებისა.
-დილამშვიდობისა, - ახალგაღვიძებულს ხმა ხრინწიანი ჰქონდა, ცოტა დაბოხებოდა კიდეც, ჩვეულებრივთან შედარებით. მისი ხმის გაგონებას უნებური ღიმილი მოყვა დარასგან.
-დილამშვიდობის. - ღიმილით უპასუხა და ხელების მოძრაობა შეწყვიტა, მის მკერდთან მიიტანა და ბიჭის სახის შესწავლა განაგრძნო.
-დიდიხანია გღვიძავს? - ამჯერად თავი სულ ოდნავ წამოწია, რათა გაერკვია დღე იყო თუ ღამე, თუმცა, მალევე დაუბრუნდა თავის პოზიციას და გოგონას გახედა, რომელმაც თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
YOU ARE READING
Companion - K.NJ. 🍂
Fanfictionურთიერთობა მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა გრძნობები იჩენს თავს. როცა კოცნა უფრო ნაზი ხდება, შეხება - მნიშვნელოვანი, როცა სექსი მხოლოდ დაკმაყოფილება არ არის და როცა მისი თვალები იმაზე ღრმა და ყველაფრისმთქმელია, ვიდრე აქამდე იყო... -June 5, 2019 - J...