Lo Que Siento

683 84 13
                                    

მუსიკა არ დაგავიწყდეთ ^_^ 

---------------------

19.

ოთახში ჩამოვარდნილ სიჩუმეს მხოლოდ აპარატიდან წამოსული ხმაური არღვევდა, რომელიც გამუდმებით გამოსცემდა ერთსა და იმავე ხმას.

ოთახში დადგმული ერთადერთი საწოლის გვერდით კი სკამი იდგა, რომელშიც გოგონას სუსტი სილუეტი იჯდა და საწოლში მწოლიარე ბიჭის სხეულს თვალს არ აშორებდა.

უკვე იმ ხმასაც შეეჩვია, რომელიც აპარატიდან მოდიოდა, ბიჭის სხეულთან რომ იყო მიერთებული და ეს ხმა მასზე აღარ რეაგირებდა. არადა, რამდენიმე დღის წინ როგორ მოქმედებდა, ლამის თავისივე ხელით დაემტვრია, იმდენად მომაბეზრებელი იყო. თუმცა, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. იგი ამასაც მიეჩვია.

პალატი საწოლში მწოლიარე ბიჭი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლახანს ჩაეძინა და ისე ღრმად და მშვიდად ძინავს, გაღვიძება საჭირო არ არისო. ერთადერთი, რაც მიგახვედრებდათ, რომ პაციენტი იყო, რომ რაღაც სჭირდა, მის მოშიშვლებულ მკერდზე შეხვეული ჭრილობა და მასზე მიერთებული აპარატი და სისტემა იყო. სხვა მხრივ, არაფრით გავდა ისეთ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს.

სავარძელში მჯდარი გოგონა კი ადგილიდან არ იძვროდა. ისე აშტერდებოდა მისი ყავისფერი თვალები საწოლში მწოლიარე ბიჭს, თვალსაც კი არ ახამხამებდა. ერთი შეხედვით ისე გამოიყურებოდა, თითქოს დიდიხანია მიეჩვია ამ სიჩუმეს, მსგავს საღამოებსა და ბიჭის ასეთ მდგომარეობაში ყურებას. შინაგანი ქაოსი კი სრულიად განსხვავდებოდა მისი გარეგანი სიმშვიდისაგა.

ერთი შეხედვით, იმასაც იფიქრებდით, საერთოდ არც კი სუნთქავსო, ისე იჯდა სავარძელში. თუმცა, თუკი მის ფერდაკარგულ სახესა და აუღელვებელ ფშვინვას მოუსმენდი, მიხვდებოდი რომ ისიც სუნთქავდა. სუსტად, მაგრამ მაინც სუნთქავდა.

ოთახში ჩამოვარდნილი სიჩუმე ამჯერად კარის გაღების ხმამ დაარღვია, რომელიც ოდნავი ხმაურით გაიღო და ფრთხილად დაიხურა. იენამ ნელა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ოთახის ცენტრისკენ, სადაც დარა იჯდა და მასთან მიახლოებისას ხელში დაჭერილი ყავის ჭიქა გაუწოდა.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now