Kaws, really?

1.1K 92 44
                                    

21.

-არ მჯერა, რომ უკვე სამუშაოზე დაბრუნებას აპირებ, - თავი უკმაყოფილოდ გააქნია დარამ და ფრთხილად დაიწყო ჰალსტუხის შეკვრა. ნამჯუნი გოგონას უკმაყოფილო სახეს უყურებდა და თავს ვერ იკავებდა, რომ არ გასცინებოდა.

-ყველაფერი რიგზე მაქვს, - ხელები წელზე მოხვია გოგონას და სულ ოდნავ მისწია მისკენ. - აღარაფერი მტკივა და თან, უამრავი საქმე მაქვს, ისედაც ძალიან დიდხანს მომიწია დასვენება.

-შენ ამას დასვენებას ეძახი? - ჰალსტუხის შეკვრა როგორც კი დაასრულა, მაშინვე ახედა მის ყავისფერ თვალებს. - დაჭრილი იყავი, სავადმყოფოში და შენი აზრით, ეს დასვენებაა?

-ხომ ვიწექი, არა? - თავისებურად ჩაიცინა ისე, ლოყაზე ჩაღრმავება მაშინვე გამოუჩნდა. - ახლა მართლა ბევრად უკეთ ვარ და გთხოვ, არ ინერვიულო, კარგი? - შუბლზე ტკბილი კოცნაც დაუტოვა, სანამ მოსცილდებოდა.

გოგონამ არაფერი თქვა, ერთი ღრმად ამოისუნთქა დანებების ნიშნად. ნამჯუნს ახლა მთელი არმია რომ გადადგომოდა წინ, მაინც არ დარჩებოდა სახლში დასასვენებლად. დარამ კი ეს ძალიან კარგად იცოდა.

-წამლები არ დაგავიწყდეს და არც ჭამა! - თითი გამაფრთხილებლად აუწია. თავი წამით ისე იგრძნო, თითქოს პატარა ბავშვს აცილებდეს სკოლაში.

-კარგი, ქალბატონო, - სწრაფი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე და ჩემოდანიც აიღო ხელში.

-ჯუნ, - ჩურჩულით წარმოთქვა ბიჭის სახელი. წამით გულიც კი აუჩქარდა, როცა გაანალიზა რაც უნდა ეთქვა. ბიჭი მაშინვე მისკენ მიტრიალდა, რათა მოესმინა რის თქმას აპირებდა.

-ყველაფერი კარგადაა? - როცა დროზე მეტხანს უყურა ჩუმად, ისევ ჯუნმა ამოიღო ხმა.

-დღეს ციხეში ვაპირებ წასვლას, - ისევ ჩურჩულით ამოილაპარაკა. ჯუნმა წამით შეიცადა, სანამ კარგად გაანალიზებდა რა უთხრა. შემდეგ ჩემოდანი ისევ უკან, მაგიდაზე დააბრუნა და გოგონასკენ წავიდა. წამში მოიქცია ხელებში და მის მკერდს მიახუტა.

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now