პრეს-კონფერენცია

612 75 14
                                    

17. 

უფრო და უფრო იწელებოდა დარასა და ნამჯუნის სკანდალი. თითქოს მედიას სხვა სალაპარაკო არ ჰქონდა, თითქოს ხალხი სპეციალურად ეძიებდა მეტსა და მეტ დეტალს მათ ამბავზე და ამით უფრო და უფრო წელავდნენ ყველაფერს.

რა ვერსია არ გამოიგონეს, რა მხარიდან არ შეხედეს ამ საქმეს, მაგრამ ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, ერთი სტატიაც კი არ დაიწერა, რომელიც ან უარყოფდა მათ ამბავს ან სიმართლეს დაანახვებდა ადამიანებს. დამღლელადაც კი იქცა ეს ამბავი წყვილისთვის.

და მაშინ, როცა სხვა არაფერი გამოსავალი აღარ დარჩა, ნამჯუნმა მომაბეზრებელი ჟურნალისტების მოგერიება პრეს-კონფერენციით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ამის წინააღმდეგი იყო თავიდან. იმას გაიძახოდა, ჩემს პირად ცხოვრებაზე სრულიად უცნობ ადამიანებს რატომ უნდა ველაპარაკოო, მაგრამ ახლა მისი ცხოვრება მათი ნაწილიცაა, ნაწილობრივ, და სხვა გზა ნამდვილად აღარ დარჩა, ყველაფერისთვის ნათელი უნდა მოეფინა.

დარას აცახცახებული სხეული ვერაფრით მშვიდდებოდა. ვერაფრიც ცდილობდა აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა და გაოფლიანებული ხელისგულები დაეშრო. არასდროს მის ცხოვრებაში მსგავს სიტუაციაში არ ჩავარდნილა და იმდენად ახალი და საშიში იყო ყველაფერი, ნერვიულობას ვერ წყვეტდა.

ნამჯუნის დამშვიდება, მისი ხელის შეხება და ღიმილიც კი არ შველოდა. ვერც კი დათვლის, იმდენჯერ მოისმინა ერთი და იგივე სიტყვები ბიჭისგან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ უბრალოდ სიმართლეს იტყვიან და ყველაფერს წერტილს დაუსვამენ. ბიჭის ხელიც მაგრად იყო გოგონაზე ჩაკიდებული და არ აპირებდა გაშვებას, მაგრამ გოგონას გული ლამის კისერში ამოუვიდა, ისეთი ანერვიულებული იყო.

-დარა, მზად ხარ? - იკითხა ნამჯუნმა და გოგონას აიძულა მის თვალებში ჩაეხედა. ამ უკანასკნელმა ისე სწრაფად გააქნია თავი უარის ნიშნად, ლამის კისერიც ეტკინა. - მისმინე, ვიცი, რომ ნერვიულობ, მაგრამ ხომ იცი, რომ სხვა გზა არ არის?

Companion - K.NJ.  🍂Where stories live. Discover now