თავი 3

1.1K 66 4
                                    

1 თვეც გავიდა,მალე შემოდგომა დაიწყება. როგორც ყოველთვის ლონდონში წვიმს და ცივა. გოგოები ხშირად ვიკრიბებით ხოლმე, რასაც ვერ ვიტყვი ბიჭების მოსვლაზე. გადააკვდნენ იმ ფირმებს და აღარ სცალიათ. ზეინსაც დაუმეგობრდნენ და თავიანთ საძმაკაცოში მიიღეს. მათი გაუთავებელი მუშაობის გამო სოფიამ გადაწყვიტა ტყის სახლში წავსულიყავით ერთად, 4 დღით. ყველანი უპრობლემოდ დათანხმდნენ, ჰარის გარდა. რა თქმა უნდა საქმეს როგორ მოშორდება. ჯემამ არ ვიცი რით მაგრამ ფაქტია მოახერხა და ისიც მოდის. ლუკასმა და ტომმა ერთმანეთს გაუგეს, ესენიც მოდიან, რაზეც აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მივედით და ულამაზესია აქაურობა.

ოთახებში გადავნაწილდით, მერე კი საჭმლის გაკეთება დავიწყეთ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ოთახებში გადავნაწილდით, მერე კი საჭმლის გაკეთება დავიწყეთ. ბავშვები ბიჭებთან არიან და იმედია ტომს არ გამიგიჟებენ.

-მზადაა მოდით

სუფრას მივუსხედით და გემრიელად ვჭამეთ. ტომი უხასიათდ იყო და ცოტა ჭამა, მერე კი ჩემ ოთახში გაიქცა. მეც მას გავყევი, ლოგინზე ცდილობდა აძრომას თან ტიროდა, ხელში ავიყვანე დავიწვინე და თმაზე ფერება დავუწყე.

-პატარავ რატო ტირი?

-ლუკას მამაც ყავს და დედაც, მე კი მარტო შენ მყავხარ- მის სიტყვებზე გული დამეწვა

-ტომ ხომ იცი რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მამა შენც გყავს მაგრამ ახლა ის ცაშია და იქიდან გიყურებს

-იქიდან ვერ დაბრუნდება ქო?

-ვერა ტომ- მეცოდება, როგორ უნდა ვუთხრა მას სიმართლე, მეც წამომივიდა ცრემლები

Unexpected(დასრულებული)Where stories live. Discover now