თავი 20

670 49 12
                                    

-მართლა გეგონა რომ გაგიტაცეს და კარს ღიას დატოვებდნენ?- გაისმა დამცინავი ხმა. ეს ხმა... არასდროს დამავიწყდება, მივტრიალდი და მართალი ავღმოჩნდი. დანიელი იდგა და ირონიულად მიღიმოდა. საშინლად გავმწარდი და ამ სამ ასოიანი შეცდომის სიკვდილამდე წამება მომინდა, უფ როგორ ვისიამოვნებდი თითს რო მოვაჭრიდი და უკან მივაკერებდი, ორგანოებს ამოვაჭრიდი და ვაჭმევდი მერე.
- რა ჯანდაბა გინდა დანიელ?-გაბრაზებული ვუყურებ თან ჩემი პატარას გამო ვცდილობ დავმშვიდდე მაგრამ რთულია
- შენ რა გეგონა ტომი რომ წამართვი ამით დასრულდებოდა ყველაფერი? შენ საკუთარ შვილს ჩამომაშორე, მის მოწმობაში მე კი არა ის სირი სტაილსია მამად, ტომასი ჩემი სისხლი და ხორცი იყო. თქვენ კი ასე უნამუსოდ წამართვით, ახლა კი მე წაგართმევთ შვილს. ის ბავშვი მუცელში რომ გიზის ჩემია, სანამ მშობიარობა დაგეწყება ამ სახლში იქნები, როგორც კი გააჩენ წავიყვან და მას ვეღარასდროს ნახავ. ის იქნება ჩემი შვილი, კარგად თუ მოიქცევი შენ სირ ქმარს მისამართს მივწერ და წაგიყვანს
- დანიელ შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ? ტომი შენი მხოლოდ დნმ ით არის დანარჩენი არაფრით გგავს, მას არ ჭირდება მოძალადე მამა. გამაუპატიურე და პრეტენზია გაქვს რომ შვილის მოწმობაში შენი გვარი არ არის? ჩემ მუცელში ჩემი და ჰარის გოგო ზის, მას არ გაგატან ის ჩემი და ჰარის შვილია. ჩემი მოკვლა მოგიწევს თუ მისი წაყვანა გინდა- საშინლად გამწარებული ვარ, ჩემ პატარას არ გავატან ამ მონსტრს, მას გაანადგურებს ჩემთან უნდა იყოს, ვერ წამართმევს, ვერა
- მატყუარები ხართ! შენზე ძალა არ მიხმარია, შენ მიმატოვე, სასამართლოში კი ყალბი საბუთები მოიტანეთ
- დანიელ წადი ფსიქიატრიულში ხო ხედავ აფრენ! არაფერი გახსოვს, ჩემ შვილებს თავი დაანებე
-ბევრს საუბრობ და შენი ძილის დრო მოვიდა
ჩემკენ მიახლოება დაიწყო, ჩემი მუცლის გამო ვერ დავრბივარ ამიტომაც დამიჭირა და მეორედ ყველაფერი გაშავდა

1 თვის შემდეგ:
ჰარის pov:
1 თვე გავიდა ევას დაკარგვიდან, სამხილები არ გვაქვს, დარწმუნებულები ვართ რომ დანიელია მაგრამ ვერ ვამტკიცებთ ამას. ტომის ჩემთან ძინავს და მხოლოდ ჩვენ დაგვრჩა ევას და ლილის დაბრუნების იმედი. ტომი ბაღში არ დადის სულ მოწყენილია და დედიკოს ითხოვს, ვერ ვუხსნი თუ სადაა დედიკო და მისი და. ჩემ ფირმას დროებით ლიამი ხელმძღვანელობს, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ გარდა ევასა და ლილისა. წესივრად ვერ ვჭამ და ვერ ვსვამ რადგან არ ვიცი როგორ არიან ახლა ჩემი გოგონები, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ლილი ცოცხალი და ჯანმრთელია. დანიელზე ისე ვარ გამწარებული სიკვდილამდე ვცემ და არცერთ ძვალს არ დავუტოვებ მთელს. ელეს რამოდენიმე კვირა ვუმალავდით მაგრამ ბოლოს ვუთხარით. ყველანაირად ცდილობს ლუი რომ დაამშვიდოს და არ ინერვიულოს. საღამოობით ჩემთან ვიკრიბებით ყველა და წყნარად ვზივართ. ვერაფერს ვამბობთ, იმდენად ცუდად ვარ რომ ცხოვრებაში მესამედ მივედი ტაძარში და ღმერთს ევას და ლილის გადარჩენა ვთხოვე. ჯემა და დედაც აქ არიან. ხან ჩვენთან რჩებიან, ელისონმა ეს ამბავი საშინლად გადაიტანა და საავადმყოფოშიც მოხვდა. დღითიდღე მათი დაბრუნების იმედი ქრება.
ევას pov:
-გაიჭინთე ევა! ამას თუ არ იზამ ბავშვი გაიგუდება- 9 საათის უკან ჭინთვები დამეწყო, ყველანაირად ვცდილობ შევიკავო რომ ლილი მას არ გავატანო, მაგრამ ჯანდაბა ეს რთულია როცა გეუბნებიან რომ თუ არ გაიჭინთები შენი შვილი გაიგუდება. მეც ჩემი სურვილის მიუხედავად ვიჭინთები. საშინლად მტკივნეულია, მაინც დამაინც ქალები რატო უნდა აჩენდნენ და არა კაცები?
- ცოტაც ევა, თავი ჩანს უკვე- მეც რა ძალა დამრჩა გავიჭინთე და ჩემი გოგოს ტირილის ხმაც გავიგე. ცრემლები წამსკდა ბედნიერების და მწუხარებისაც. ჭიპლარი გადაუჭრეს და მკერდზე დამიწვინეს, ისეთი ლამაზი იყო. მასზე ლამაზი ბავშვი არასდროს მინახავს, მაგრამ უცებ რაღაც შეიცვალა. ყველაფრის ენერგია წამერთვა და ბოლოს მახსოვს თუ როგორ კიოდნენ რომ სისხლისგან ვიცლებოდი

დასასრული

ჰო კარგი გავიხუმრე😂ჯერ წინაა ყველაფერი😈

Unexpected(დასრულებული)Where stories live. Discover now