FLASHBACK:
სხდომამდე ორი დღით ადრე:
მისაღებში ვართ და ვფიქრობთ დანიელის წინააღმდეგ რა გამოვიყენოთ. კარზე ზარი იყო და როუზი ადგა. გაკვირვებული დაბრუნდა, უკან კი დილანი მოყვა. ვიგრძენი ჰარი როგორ დაიძაბა, დასამშვიდებლად მხარზე დავადე ხელი
-ვიცი რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ ეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო
-გისმენ დილან, მოდი დაჯექი- ლუიმ სკამი მოუტანა და ისიც დაჯდა
-დღეს ჩემთან მოვიდა დანიელ ეფრონი, მითხრა რომ ევას ყოფილი შეყვარებულია და რომ მას შვილი წაართვი. ჩემი და მოიტაცა და დამემუქრა, თუ სასამართლოში არ ვიტყვი რომ საყვარლები ვართ მას რამეს დაუშავებს. იძულებული ვარ დავთანხმდე, მაგრამ ევა ამას ისე ვერ ვიზამდი შენთვის რომ არ მეთქვა. შენ კარგი ადამიანი ხარ და მისი ნაბოდიალების არ მჯერა. დარწმუნებული ვარ მიზეზი გქონდა ასე რომ მოექეცი, არ გთხოვ მის თქმას უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა თუ რას ვიტყოდი სასამართლოში. ახლა კი დაგტოვებთ
ადგა და კარისკენ წავიდა, ძლივს გამოვფხიზლდი და მას გავეკიდე
-დილან დამელოდე- შემოტრიალდა და კითხვის მოლოდინე სახით შემომხედა( რა მაგრა ავხსენი😂😂)- მადლობა. არც კი იცი ამით როგორ დაგვეხმარე
-არაფრის ევა- ნაღვლიანად გაიღიმა და წავიდა, მე კი მისაღებში დავბრუნდი და ჰარის მივუჯექი გვერდით. იმ დღეზე კიდე არ გვისაუბრია მაგრამ ვიცი რომ მას შევურიგდები, ამას ჰარიც ხვდება და აღარ ამბობს იმ თემაზე არაფერს
-ხედავ ჰარი დილანი ჩვენ გვეხმარება შენ კი მას ლანძღავდი და მისი ცემა გინდოდა. ეს რომ გექნა ალბათ ამ ინფორმაციას ვერც გავიგებდით- გაბრაზებული ვეუბნები, ის კი წარბებს აერთებს. ასეთ დროს მინდება შემოვცხო მწარედ
-და რა მერე ამით? საქმეს გვიფუჭებს და ვერაფერს ვიზამთ
-იქნებ მოსამართლეს ვუთხრათ რომ დანიელი დილანს დაემუქრა?
STAI LEGGENDO
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?