გუშინ ისე დამღალა ჰარიმ მგონი საღამოს გავიღვიძე. ვაჟბატონს უკვე ეღვიძა და კომპანიის საქმეებს აგვარებდა, რა ენაღვლება ენერგია აქვს დაუსრულებელი მგონი.
-ჰეი პატარავ, როგორ გრძნობ თავს?
-გეყოს! ნუ გაქვს ეგეთი სახე- დაბღვერილი სახით ვეუბნები, ის კი აგრძელებს ჰოლივუდის ვარსკვლავის ღიმილით ყურებას.
-რას გულისხმობ პატარავ
-ჰარიი- დავიწივლე, ჰარის კი უკვე მოთმინება აღარ ქონდა და აფეთქდა
იდიოტი. გავებუტე და მთელი დღე ხმას არ ვცემდი, როგორ არ ეცადა ჩემ შერიგებას მაგრამ არ გამოუვიდა. ლეკვის თვალებით დამყვებოდა კუდში.
ლონდონში დავბრუნდით და მაშინვე ელისონთან წავედით. ტომმა რომ დამინახა გამოიქცა ჩემკენ მეც ჩავიკუზე რომ ჩამხუტებოდა
-დეეედიკოო მენატრებოდი
-მეც პატარავ!
შემდეგ ჰარის მიუტრიალდა და მას ჩაეხუტა, მანაც ხელში აიყვანა
-შენც მენატრებოდი მამიკო
ეს სიტყვა რომ გავიგე გავქვავდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ჰარის რომ შევხედე თვალები ცრემლიანი ჰქონდა და ტომს ძლიერ იხუტებდა. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ! ტომისგან ამას არ ველოდი, როგორც ჩანს არც ჰარი, ასეთ დროში ტომს როგორ შეუყვარდა ჰარი რომ მამას ეძახის. არ ვიცი მაგრამ მიხარია
-მეც მომენატრე..შვილო- აქ უკვე მეც დავიწყე ტირილი, ისინი ისეთი საყვარლები არიან ერთად, მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე მათ ვუყურო. ელისონს გავხედე კედელთან იყო მიყუდებული და ბედნიერი გვიყურებდა თან ცრემლებს იწმენდდა
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?