თავი 11

964 54 12
                                    

-ის გადარჩა, მიუხედავად ყველაფრისა მებრძოლი შვილი გყავთ. მაგრამ ყველაზე მკაცრი წესით მოვითხოვ რომ მომდევნო 1თვე ლოგინში გაატაროს, არავითარი სამსახური, ან სიარული. ბავშვი არ არის ბოლომდე ჯანმრთელად და არასწორი ქმედება მისთვის დამღუპველი იქნება. ვიტამინების სიას ჩამოგიწერთ, ჯანსაღი კვება არავითარი სწრაფი საკვები მანამ სანამ ბავშვი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. ორ კვირაში ერთხელ ექიმთან ვიზიტები

-ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩამოთვალეთ, როდის შეიძლება მისი წაყვანა?

-დღეს აქ დარჩება ხვალ კი შეძლებთ. ცოტახანში ექთანი მოვა და ევასთან შეგიყვანთ

-ყველაფრისთვის მადლობა მისტერ სმიტ

-არაფრის შვილო, გაუფრთხილდი მას

ჩემი შვილი ცოცხალია მხოლოდ ეს ჩამესმის თავში, ვაიმე სოფია ახლა გამახსენდა. ტელეფონი ავიღე და უამრავი ზარი დამხვდა, ლუის დავურეკე მარტო

-სად ჯანდაბაში გაქვს შეჩემა ტელეფონი, ნაილი გვირეკავს და გვეუბნება რომ არაფრის ახსნა აცადე მასთან სახლში მისვლა თხოვე და სადღაც გავარდი

-ლუი ვტირი, ყველანი მჭირდებით. სოფიასთან მიდიოდა ევა როცა მანქანამ დაარტყა, ის კი ორსულადაა

-ღმერთო ძმაო გამაგრდი! ყველა მანდ მოვალთ მისამართი მითხარი, ორივენი ხომ კარგად არიან? ჰარი ნუ ხარ ჩუმად, მითხარი რომ შვილი ცოცხალი გყავს

-კი ლუის ცოცხალია

მეტი კითხვა აღარ დაუსვამს მისამართი ვუთხარი და გავუთიშე. ეს დაბადების დღე ყველაზე საშინელი და ამავდროულად ყველაზე ბედნიერია. ექთანიც მოვიდა და ევასთან შევედი. ჟანგბადის ნიღაბი უკეთია, ხელზე კათერი აქვს სახე კი ნაკაწრებით სავსე. არ შემიძლია ასეთს ვუყურებდე, მასთან ერთად მეც მტკივა. სკამი მის საწოლთან ახლოს მივწიე და დავჯექი, ევას ხელი კი დავიჭირე. ნაზად ვეფერებოდი არ მინდოდა ჩემ ანგელოზებს გაღვიძებოდა. სადღაც 20 წუთში კარი გაიღო და ყველანი შემოცვივდნენ. ევას დახედეს მერე კი დერეფანში გავედით

Unexpected(დასრულებული)Where stories live. Discover now