ნიუ-იორკში ჩავფრინდით, მანქანა დაგვხვდა აეროპოტთან და სასტუმროში მიგვიყვანა. უცებ ავარჩიე ტანსაცმელი
და მივედით საავადმყოფოში. მიმღებში დედაჩემი ვიკითხე მათაც მითხრეს პალატა. მთელი გზაა ჰარის ხელს ვუჭერ და არ ვუშვებ. ისიც არაფერს მეუბნება. პალატის კართან მივედით, ღრმად ამოვისუნთქე და გავაღე კარი. საწოლზე გაფითრებული დედა იწვა, უამრავი აპარატი ჰქონდა მიერთებული, გვერდით კი მამა ეჯდა. გაოცებულები დარჩნენ ჩემი ნახვით, ალბათ არ სჯეროდათ რომ ჩამოვიდოდი
-გინდა დავრჩე თუ გარეთ დაგელოდო?
-გარეთ ჰაზ
-კარგი
მშობლებს შეხედა მერე მე მომიბრუნდა შუბლზე მაკოცა და გავიდა.
-არ მოველოდი შენს ჩამოსვლას
-ყველა შენნაირი ვერ იქნება ახლობლებს ზურგი რომ აქციონ
-შენ ეს დაიმსახურე ევა!
-არც კი მჯერა ამას კიდევ რომ ამბობ.- ხმას ნელ-ნელა ვუწევდი- რა დავიმსახურე რა? იმ ადამიანმა გამაუპატიურა ვისაც ჩემ ცხოვრებას ვანდობდი და თქვენ გვერდში დგომის ნაცვლად სახლიდან გამაგდეთ, რა ნამუსით უნდა დაგიძახოთ დედა და მამა?
-ხმას ნუ უწევ დედაშენის წინაშე, როგორ შეიძლებოდა შენნაირი სირცხვილი სახლში დაგვეტოვებინა
-სწორედ ამაშია თქვენი პრობლემა რომ ჩარჩით მეოცე საუკუნეში. დღეს ვის უკვირს მარტოხელა დედები? ან კიდევ შეყვარებულები რომლებსაც შვილი ყავთ და დაქორწინებულები არ არიან? ახლა მხოლოდ თქვენნაირი მშობლები უკვირთ შვილებს სახლიდან რომ აგდებენ
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?