ძილში ვგრძნობ როგორ მანჯღრევენ, ჰარი ვერ გადამირჩები
-ჰარი ედვარდ სტაილს! თუ არ გეძინება მომშორდი და დაგვაცადე ძილი
-პატარავ მაპატიე რა- თან რო იცინის ეს უწმინდური- დღეს ორივე ვისვენებთ და არ გინდა სადმე გავიდეთ ტომთან ერთად?
-ჰარი მაგას რო გავიღვიძებდი მერე ვერ მეტყოდი?
-საყვარელო გელოდებოდი მაგრამ უკვე ხუთი დაიწყო და
-ოხ სტაილს
ძლივს ავდექი ლოგინიდან და სააბაზანოში შევედი. მოვწესრიგდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყექვემოთ ჩავედი, ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ
-მზად ვარ და წავიდეთ?
-კი პატარავ, ულამაზესი ხარ
-მაინც ვერ შემომირიგებ ჰაროლდ
-სად მივდივართ?
-შენ სად გინდა ტომი?
-ატრაქციონებზე- დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, ჩვენც მანდ წავედით. გზაში ჰარიმ მუსიკები ჩართო და სამივე ვმღეროდით. პარკში რომ მივედით ტომი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ყველგან უნდოდა წასვლა. მე და ჰარიმ ხელი ჩავკიდეთ და ერთად დავიწყეთ სიარული. სადაც მოეწონებოდა და საშიში არ იქნებოდა ვსვამდით, ზოგზე მამასთან ერთად იყო. მეც მეხვეწებოდა მოდიო მარა ჰარიმ ისეთი შემომხედა გავჩერდი. დიდი ამბავი თუ დავჯექი ბავშვს რა უნდა მოუვიდეს. ტირზე ჰარიმ პინგვინი მომიგო
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?