თავი 18

810 49 22
                                    

მილანში დრო მშვენივრად გავატარეთ, ტომიც ისეთი ბედნიერი იყო რომ არ ვიცი. ახლა ჰარის თვითმფრინავში ვსხედვართ და ბაჰამებზე მივფრინავთ რომ ტომლინსონებს დავადგეთ

- დაეძინა ტომს- ღიმილიანი სახით დაჯდა ჰარი და მიმიხუტა, მეც კომფორტულად მოვკალათდი მის მკლავებში
- ჰარი იცი ქორწილზე ვფიქრობდი. ბავშვის დაბადების შემდეგ არ გვეცლება, არც ძალიან დიდი მუცელი მაქვს და რას იტყვი რომ 1 თვეში გადავიხადოთ?- ღიმილით ვეკითხები, თან ვნერვიულობ, იმედი მაქვს უარს არ მეტყვის.
- მშვენიერი იდეაა, მაგრამ ერთი პირობით
- რა არის პირობა?
- ქორწილის საქმეს მარტო გოგოები არ მოაგვარებთ, მეც ვიქნები ჩართული და დეტალებს ერთად ავარჩევთ. არ ვარ იმ ტიპის ქმარი რომელიც იხდის და კიდია რა ფერის იქნება სკამი, ან რა ყვავილები იქნება. ეს უნდა იყოს ჩვენი დღე ამიტომაც ყველაფერს ერთად დავგეგმავთ.
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ამ სიტყვებით ჰარი. როგორც კი დავბრუნდებით სახლში დავიწყოთ მზადება

მოწყვეტით ვაკოცე და ტომთან წავედი, რადგან მეც მომერია ძილი

***

ჰარის წყალობით რეგისტრატორმა ლუის ნომერი გვითხრა და ჩვენც იქ მივედით. ტომი დაცვასთან დავტოვეთ მაინც რა იცი რა საქმით არიან დაკავებულები. არც დაგვიკაკუნებია ისე გავაღეთ კარი და ჰარიმ დაიყვირა

- კეთილი იყოს ჩვენი ფეხი ახალ ოჯახში- ლუი ელეს ზემოდან იყო და ჰარის ხმაზე გული გაუსკდა და ლოგინიდან გადავარდა ელემ კიდე დაიკივლა, მე და ჰარი კი ძირს ვწევართ სიცილისგან. ლუიმ სწრაფად დაიფარა თავისი ღირსება ბალიშით და შუა თითებს გვანახებს, თან ტანსაცმელს იცვამს

-შე სირო რა ჯანდაბამ ჩამოგიყვანა აქ. ბავშვების კეთებაც არ მაცადო, თვითონ გააკეთა და რა ენაღვლება, სხვას კი არ დააცდის. ოხ ჰარი როგორ ჩაგცხებ სიფათში- ლუი აგრძელებს ჩხუბს ჩვენ კი ცრემლებს ვიწმენდთ

Unexpected(დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ