გათენდა მორიგე დღე. რა თქმა უნდა დილას ვიწყებ იმაზე ფიქრით რა მოხდებოდა ის დღე რომ არა, ვინ ვიქნებოდი დღეს? ან სად? ვიქნებოდი ბედნიერი? როგორც ყოველთვის ეს აზრები გავფანტე და სააბაზანოსკენ წავედი. მოვწესრიგდი და საუზმის გაკეთება დავიწყე. რომ დავამთავრე, ტომის ოთახში შევედი და მისი გაღვიძება დავიწყე. როგორც ყოველ დილას ახლაც აწუწუნდა ძილი მინდაო, როგორ მგავს. საბოლოოდ ადგა ჩემი პრინცი, ხელ-პირის დაბანაში დავეხმარე და ვისაუზმეთ. ტანსაცმელი ავურჩიე, მეც მოვემზადე
და მანქანისკენ გავემართე. ტომი ბაღში დავტოვე მე კი სამსახურში წავედი. აგჰ, როგორ ვერ ვიტან საცობებს. ტელეფონი აფეთქდა ზარებისგან, ვინ იქნებოდა თუ არა როუზი.
-გისმენ როზი
-ხო იცი ვერ ვიტან მაგ სახელს
-ვიცი საყვარელო, მაგრამ რა გეგონა რო ამაფეთქე?
-კარგი ხო. მე და ზეინს ყავა წამოგვიღე რა
-თქვენ ფეხები შვებულებაში გაუშვით?
-აუ მიდი რაა და კრუასანებზე დაგპატიჟებ
-ჯანდაბას!კარგი
-ჩვენც გვიყვარხარ
საზიზღარი, იცის რომ კრუასანები ჩემი სისუსტეა. ზეინი და როუზი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. კლინიკაში პირველად რომ მივედი მხოლოდ ესენი დამიმეგობრდნენ. 3წელია უკვე მათ ვიცნობ და ყველაფერს წარმოადგენენ ჩემთვის. ერთ დღესაც გავბედე და მოვუყევი ყველაფერი, მათ კი გამიგეს და უფრო შემიყვარეს. სტარბაქსში შევიარე, ყავები ვიყიდე და მივედი კლინიკაში. ფსიქოლოგი ვარ როგორც როუზი და ზეინი. მიმღებში ელეს მივესალმე და ზეინის კაბინეტისკენ წავედი. დარწმუნებული ვარ როუზი იქ იქნება. კარი გავაღე და არც შევმცდარვარ
-ვაიმე რა კაი დროს მოხვედი ევა
-შენც გაგიმარჯოს როუზ- თვალები ავატრიალე, რაზეც ორივეს გაეცინა
-აიღეთ თქვენი ყავა და მე ჩემ კაბინეტში წავედი. არ დაგავიწყდეს როზი კრუასანებს შემპირდი.
არაფრის თქმა ვაცადე ისე გავედი კაბინეტიდან
***
დამღლელი დღის შემდეგ სამივე ჩვენ საყვარელ კაფეში მივედით. როზიმ კრუასანები შემიკვეთა, ჰოდა მეც ყავასთან ერთად მივირთმევ. სამსახური 5ზე გვიმთავრდება, ტომის ბაღი კი 7 ზე. ასე რომ ყოველთვიე გვაქ 1 საათი საჭორაოდ. სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით როცა ჩემი სახელი გავიგე, მივტრიალდი და ჩემი ყოფილი პაციენტი აღმოჩნდა, სულ რაღაც 2კვირის წინ დავამთავრეთ კურსი. გამიხარდა მისი ნახვა, ერთადერთია რომელსაც სულელური მიზეზის გამო არ სჭირდებოდა ფსიქოლოგი. ავდექი და მისკენ წავედი, ისიც მოდიოდა და ჩავეხუტეთ ერთმანეთს
ESTÁS LEYENDO
Unexpected(დასრულებული)
Fanficისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?