თავი 13

846 55 5
                                    

როგორ ვერ ვიტან ამ აპარატის წრიპინს. თვალები გავახილე და პალატაში მარტო ვიყავი, უცებ თავში დამიტრიალდა ყველაფერი და ტირილი დავიწყე. ტომი ის ჩემი სიცოცხლეა, ჩემი შვილია! არ მივცემ უფლებას იმ ნაძირალას რომ წამართვას. ექთანი შემოდის სტანდარტულ პროცედურებს მიტარებს და გადის. პალატაში კი ყველა შემოვიდა, პირველი კი ტომი გამოვარდა. ნაილმა ის ჩემ საწოლზე დასვა და ძლიერ ჩავიხუტე
-ჩემო პატარავ, ჩემო სიცოცხლე! ძალიან მიყვარხარ და არ მივცემ არავის უფლებას რომ წაგიყვანონ ჩემგან
-მეც მიყვარხარ დედიკო!- ბავშვები დანაღვლიანებულები მიყურებენ
-ტომი მოდი მე და შენ გავისეირნოთ კარგი?- როუზი
-არა მე დედიკოსთან მინდა- გაბრაზდა და უფრო ჩამეხუტა
-მიდი წაყევი დეიდა როუზს და მერე სულ ერთად ვიქნებით კარგი ჩემო პრინცო?- ნეკა თითი გავუშვირე მანაც ჩამჭიდა ნეკა და გავიდნენ პალატიდან
-ევა ყველაფერი კარგად იქნება. საუკეთესო ადვოკატი ვარ ხომ იცი და არცერთი საქმე არ მაქვს წაგებული- იმედიანი სახით მეუბნება ნაილი
-ვიცი ნაილ მაგრამ მე დანიელს დავუმალე რომ მისგან შვილი მყავდა და 5 წელი ვზრდიდი, ისე რომ არ იცოდა. არამგონია ეს მოსამართლემ დაიკიდოს
-ამის მიზეზი მშვენივრად იცი, მოსამართლეც რომ გაიგებს 95%არსებობს რომ ტომი შენთან დარჩება
-და ის 5%?
-ეს იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულება არ გვექნება და ასევე საცხოვრებელ პირობებზე და გარემოზე გადავა საქმე- ლიამი
-ტომი მშვენივრად ცხოვრობს არაფერი აკლია და ამას ჩვენ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს- ზეინი
-მტკიცებულება იმ საავადმყოფოში ინახება სადაც იმ ფაქტის შემდეგ გავიღვიძე. მათ დამარწმუნეს შემენახა ის ყველაფერი რადგან არ   იცი მომავალში რა მოხდებაო
-ეს ძალინ კარგია ევა- ელე
-მაგრამ ტომის მამა ჰარია, ისიც ამ საქმეში ჩართულია მასაც უნდა გავაგებინოთ ყველაფერი. საბუთებში მისი სახელი და გვარია- ანერვიულებული მეუბნება სოფია
ჯანდაბა ჰარი რა!
-მასთან რომელიმე მიდით და მოუყევით, მაგრამ გააფრთხილეთ არ მომიახლოვდეს, არ მინდა მისი ნახვა
-მე წავალ მაგრამ ვერ შეგპირდები რომ მის სახეს მეც არ გავალამაზებ
-ლუი!
-რა ელე ღირსი არ არის თუ რა-გაბრაზებული იქნევს ხელებს
-არის მაგრამ არ დაგავიწყდეთ პალატაში ორსული პაციენტია, რომლისთვისაც სტრესი და ძალადობა მთლად კარგი არაა
-ჰო კარგი
ლუი წავიდა მე კი გაწერის საბუთებს ვაგვარებდი

Unexpected(დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt