ოცნებები ხდება?(23)

642 51 27
                                    

ჰეით როგორც იქნა დავბრუნდი😊💕მაპატიეთ ამდენი ხანი რომ გავქრი😞მოთხრობა დასასრულისკენ მიდის და მალე დასრულდება..😞ყველას მადლობას გიხდით ამდენი ლოდინისთვის🤩ძალიან მიყვარხართ და მადლობა რომ კიტხულობთ ამ ფიკს💕იმედია ისიამოვნებთ🙄💕🤩ჰო არ მჯერა ჰარიმ ახალი ალბომი რომ გამოუშვა💕ვგიჟდები თითოეული სიტყვა უნიკალური და შესანიშნავიაა😭😭გილოცავთ შობა-ახალ წელს🥳💕💕საუკეთესო წელი ყოფილიყოს თქვენთვის😇
გარკვეული დროის შემდეგ..
Harry's pov:
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, თითოეული დღე ბუნდოვანია, ევა გამოწერეს სახლში, სხეული ჯანმრთელია, მაგრამ სული... ტომი ლილის ელოდა მე კი ვუთხარი, რომ ცუდადაა და რომ გამოჯანმრთელდება დაბრუნდება. არასდროსს დამავიწყდება ევას სახე როდესაც ტომმა ეს იკითხა, განადგურებულია სულიერად. ხალისი დაკარგა ყველაფრის, მაგრამ ტომის გამო იღიმის, თუმცა ეს ღიმილიც ყალბია. მენატრება მხიარული და სიცოცხლით სავსე ევა. მისი ასე ცუდად ყოფნის მიზეზი როგორც კი მახსენდება ბრაზი იმდენად მაწვება რომ ვინმე მომიახლოვდეს ცემით გავხეთქავ. დანიელი სიცოცხლის ღირსი არაა მაგრამ არც მარტივი სიკვდილის, ისე უნდა ეწამოს როგორც ჩვენ გვაწამებს. როგორც ევას დავპირდი კერძო დეტექტივი დავიქირავე და ყველგან ეძებს იმ სირს. ტომის ხათრით "ვაგრძელებთ" ჩვეულებრივ ცხოვრებას. ისევ ვაწყობთ ფილმების საღამოებს, მაგრამ სევდა მაინც არის ჩვენ გულებში. ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ევას გამო ვცდილობ ძლიერი ვიყო და არ დავანახო ჩემი დარდი. ვცდილობ მისი საყრდენი ვიყო და გავამხნევო. როცა ძალიან ცუდად ვარ, შხაპის ქვეშ ვტირი, რომ ვერ დამინახოს, თორემ ვიცი უფრო დადარდიანდება, მე კი ეს არ მსურს. ამის დედაც რთულია, მენატრება ჩემი ლილი! მისი სურნელიც არ ვიცი, ჩემი მზის სხივის!
მინდა რომ ჩავეხუტო, მოვეფერო, დავიცბა ყველასგან მაგრამ მისი სახეც არ ვიცი. 2 თვისაა და მე მხოლოდ მისი სახელი ვიცი. ვლოცულობ რომ ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს.
ელე მეექვსე თვეშია და ბიჭს ელოდებიან. მათ გამო ძალიან მიხარია, მაგრამ ჩემი პატარა მინდა.
ხვალ ევას დაბადების დღეა. სხვანაირად მეგონა, რომ ავღნიშნავდიღ მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მინდა, რომ ნამდვილი ღიმილი მაჩუქოს. წვეულებას ვაპირებდი მაგრამ ამ მოვლენების გამო ოჯახური ვახშამი იქნება. ყველა გავაფრთხილე და საღამოს აქ იქნებიან.
ახლა ტომს ვუყვები ზღაპარს რომ დაიძინოს და შემდეგ მეც დავწვები.
-დაიძინე ტომ- ტკბილად ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე
-აუ ერთიც რა- ლეკვის სახით შემომხედა. როცა ასე მიყურებს უარს ვერ ვეუბნები მაგრამ რა ვქნა გვიანია უკვე
-არა ტომ, გვიანია უკვე. თან ხვალ დედიკოს დაბადების დღეა და გამოძინებული უნდა იყო
-მას მოეწონება რაც გავუკეთე?- იმედიანი სახით შემომხედა. ჩემმა ბიჭმა ალბომი გააკეთა ჩვენი ფოტოებით, სიამაყით ავივსე როდესაც ჩემთან მოვიდა და მანახა
-რა თქმა უნდა ჩემო ვაჟკაცო, ხვალ საუზმე ხომ ერთად გავუკეთოთ?
-კი
-მაშინ დაიძინე, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ
ტკბილი ძილი ვუსურვე და გამოვედი. ჩვენს ოთახში შევედი, ტანსაცმელი გავიხადე და ევას მივუწექი. უკვე ეძინა, მეც ჩავეხუტე და დავიძინე
***
დილას ადრე ავდექი ევას გამოვეპარე, ჩავიცვი ხელ-პირი დავიბანე და ტომთან მივედი. ჩუმად დავუწყე გაღვიძება, მაგრამ დედიკოსავით უყვარს ძილი ამიტომაც მოღუტუნება მომიწია
-მა..მამაა გეე..ყოოს - ძლივს დაიკნავლა ისე გაიგუდა სიიცლისგან. ვგიჟდები დედა-შვილის სიცილზე ბედნიერი ვხდები მათი მოსმენისას.
-ყოჩაღ გამოფხიზლდი. წამო ხელ-პირი დაიბანე და გავაკეთოთ საუზმე
1 საათის შემდეგ:
უგემრიელესი საუზმე გავაკეთეთ და ახლა ავდივართ რომ ევა გავაღვიძოთ. ტომი ლოგინზე აძვრა და ევა გააღვიძა. ნელა გაახილა თვალები და ჩვენ შემოგვხედა
-დაბადების დღეს გილოცავ დედიკო
-დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრებავ
-ჩემი ბიჭები! როგორ მიყვარხართ!
ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ?
-კი დედიკო
გემრიელად მივირთვით და ტომმა საჩუქარი გამოიტანა
-ეს... ეს ჩემო ბიჭო საუკეთესო ხარ! ძალიან მიყვარხარ- ძლიერ ჩაიკრა გულში და ატირდა. ახლა მიხარია რომ ტირის რადგან ეს ბედნიერი ცრემლებია.
-ახლა ჩემი ჯერია- ყუთი მივაწოდე და იმედია მეორე სართულიდან არ მისვრის
-ჰარიეტ ეს რისი გასაღებია?
-შენი ლამბორჯინის- მგონი თვალები გადმოუცვივდა და ხელში უჭირავს
-ჰარ.. ეს.. არ უნდა გექნა. ხო იცი რო არ მიყვარს ამდენს რომ ხარჯავ ჩემზე
- ჩემი ყველაფერი ხარ! რამდენსაც მინდა იმდენს დაგახარჯებ, თანაც ეს თანხა ჩემთვის არაფერია. 2 დღეში ავანაზღაურებ. მთავარია შენ იყო ბედნიერი
ძლიერ ვაკოცე და ლოგინში ნებივრობა გავაგრძელეთ.
ვინ გვაცალა... შემოლაგდა ყველა და დაგვახტა თავზე. კიდევ კარგი საწოლი მაქვს დიდი თორემ ვატყობ ძირს ვიჯდებოდი. როუზი საერთოდ ევას დაააჯდა
- ჰეი ჩემ ცოლს მოშორდი
- ოჰ! ჰაროლდა ეჭვიანობს- სიცილით მეუბნება ზეინი მე კი ერთი გემრიელად შევუბღვირე
-არაუშავს ჩემო ვეფხვო მე ჩაგეხუტები- ტუჩების პრუწვით მომიახლოვდა ლუი და სიცილით მოვიშორე, არააა ეს დალაგებული
-ლუი მალე შვილი გეყოლება და როდის უნდა დაჭკვიანდე?
-არასდროს- ამაყად განაცხადა
-აი ჩვენ შვილს რომ დაიჭერ ხელში მერე სხვანაირად აჭიკჭიკდები
ჩვენი ლოგინიდან სტუდიაში გადავინაცვლეთ და მაგარ კომედიას ვუყურეთ. საღამოს ჩემი მშობლები და ელისონიც მოვიდნენ. ვახშამზე ვართ ყველა და ვიცინით და ბედნიერები ვართ. მიხარია რომ დღეს ცოტახნით მაინც დავივიწყეთ ეს საშინელი ამბავი
ავტორის ჩაკვეხება:
როგორც ყველა ბედნიერ ისტორიას აქვს დასასრული... მაგრამ კითხვაა ეს დასასრული ბედნიერია თუ საშინელი? მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველაფერს გავიგებთ... დამნაშავე დამნაშავეა თუ მსხვერპლი? ყველა თავს ისე გვაჩვენებს როგორც მათ აწყობთ...
Harry's pov:
ჩვენი გართობა ჩემი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა, დეტექტივი იყო. აი დადგა დრო როცა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო და სიტყვის თქმის შესაძლებლობა დამაკარგინა
ისევ ავტორი:
ყველა გაფაციცებით უსმენდა ჰარის იქნებ რამე გაეგოთ მაგრამ ამაოდ. ჰარის პირი ღია ქონდა ღვინის ჭიქა კი ხელიდან გაუვარდა და ამ სამარისებრ სიჩუმეში ჭიქის გატეხვის ხმა ჭექა-ქუხილივით იყო. საინტერესოა რა გაიგო ჰარიმ ასეთი რომ სიტყვასაც ვეღარ ამბობს...

Unexpected(დასრულებული)Where stories live. Discover now