თავი 2

1.3K 67 6
                                    

დღეს შაბათია ასე რომ შუადღიდან ჩემთან როუზი და ზეინი არიან. ზეინი ტომის ეთამაშება მე და როუზი კი ბიჭებზე ვჭორაობთ. ტელემ დამირეკა, რამაც გამაკვირვა, მივედი და ჯემა აღმოჩნდა

-ჰეი ჯემა

-აუ რა კაია რომ მიპასუხე ევა. მე, სოფია და ელე მივდივართ კლუბში ჰოდა წამო შენც და ზეინს და როუზსაც დაუძახე

-აქ არიან მოიცა ვკითხავ- ორივემ თავი დამიქნია- თანახმა არიან

-ძალიან კარგი, მისამართს მოგწერ და 8 საათისთვის შესასვლელთან იყავით

-კარგი ჯემა

-ეგ გოგო არ მომწონს

-როუზ! გეყოს ეს ეჭვიანობა

-უაზროდ იქცევი

-ვეთანხმები ზეინს

-აუ ჰო მიცნობთ არა. ყველაზე ეჭვიანი ვარ, ხეზეც კი ვიეჭვიანებ

-ეჰ როუზ- ხელი ჩავიქნიეთ მე და ზეინმა დანანების ნიშნად

-ტომს სად წაიყვან?

-ელისონი ხომ აქ არის და ვთხოვ, აბა ძიძის აყვანა რო ვუთხარი ლამის თავი მომაჭამა, მე აქ ვარ და ძიძა რათ გინდაო

ტელე ავიღე და ელისონს დავურეკე

-გისმენ ჩემო საყვარელო

-ელისონ გცალია დღეს ტომი რომ დაგიტოვო?

-რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭისთვის ყოველთვის მცალია. საიდუმლო თუ არაა სად მიდიხაარ?

-მეგობრებთან ერთად კლუბში

-ძალიან კარგი. ჩემთან დარჩება ღამეც, კარგად გაერთე და დალიე

-კარგი მაშინ შვიდისთვის მოგიყვან

-კარგი საყვარელო

ტომისთან თამაში გავაგრძელეთ. სპანჯბობს ვუყურეთ, მერე მისი ძილის დროც მოვიდა. ზეინი წავიდა გამოვიცვლი და 7ის ნახევრისთვის მოგაკითხავთო. როუზმა ჩემ გარდერობში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა და ტანსაცმელიც აარჩია.

Unexpected(დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora