ევას pov:
სიჩუმე! 15 წუთია ჰარი ხმას არ იღებს მე კი აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ამდენი ფიქრისგან გავაფრენ. იქნებ ჩემ პატარაზე გაიგო საშინელი რამ და მაგიტოა გაჩუმებული, ზეინს მადლობა რომ ტომი წაიყვანა არ მინდა მან რამე გაიგოს
-ჯანდაბა ჰარი სანამ გცემე ამოიღე ხმა! ვნერვიულობთ
ასეთი გაბრაზებული ჯემა არასდროს მინახავს. ჰარიმ ხმა მაინც არ ამოიღო ჰოდა ჯემამ ჩაარტყა და ტრანსიდან დაბრუნდა
- შვილო გაგვაგებინე რა გითხრა გაგვისკდა ყველას გული ნერვიულობისგან
- დეტექტივის მეგობარმა ნაბიჭვარი დანიელი დაინახა რომელიღაცა სოფელში და ეს ინფორმაცია პოლიციას გადასცა დეტექტივმა. გეგმას ადგენენ სპეცნაზმისთვის და ჩვენც მივიდეთ მე აქ მარტო ვერ ვიჯდები როცა ჩემი ლილი იპოვეს და უნდა წამოიყვანონ
რომ ეკითხათ ჩემთვის შვილების დაბადების დღეზე მეტად რა უნდა გაბედნიერებდესო ვიტყოდი რომ ეს სიტყვები! ამდენი ხნის შემდეგ ლილი იპოვეს და დამიბრუნდება! ცრემლები არ ჩერდება მაგრამ ეს ბედნიერი ცრემლებია
-ჰარი უნდა წავიდეთ! უმოქმედოდ ვერ გავჩერდები- მტკიცედ ვუთხარი და ისიც დამეთანხმა. სწრაფად ჩავჯექით მანქანაში და დეტექტივის მოცემულ მისამართზე მივდივართ. ნერვიულობისგან ფრჩხილების ჭამაზე გადავალ მგონი, ჰარიმ ეს შეამჩნია და ჩემი ხელი აიღო, სახესთან მიიტანა და ნაზად მაკოცა, მერე კი სიჩქარის გადამრთველზე დადო და ძლიერ ჩამჭიდა. ვუყურებ მის პროფილს და არ მყოფნის სიტყვები მის ასაღწერად. სრულყოფილია! ხუჭუჭა თმები, მომაჯადოებელი თვალები და ეს ღრმულები ლოყებზე, ღმერთო! მანქანის მართვის დროს რა სერიოზული სახე აქვს, ასეთ დროს ფიქრები სულ სხვა მიმართულებით მიდის(😈) ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება. გამიმართლა ის რომ მყავს! ვერც კი შევამჩნიე როდის მივედით, ჰარიმ კარი გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა, მერე წელზე დამადო ხელი და განყოფილებაში ერთად შევედით. იქ დეტექტივი დავინახეთ და მასთან მივედით. საუბარი არ აცადა ჰარიმ და ძლიერ ჩაეხუტა
- დეტექტივო სტივ თქვენი მადლიერი ვიქნები სამუდამოდ! ჩემ ოჯახს სიხარული დაუბრუნეთ! რაც არ უნდა დაგჭირდეთ მზად ვარ ყველაფერი მოგცეთ!
- ჰარი მართალია, ვერც კი წარმოიდგენთ რა გააკეთეთ ჩვენთვის. ძალიან გაფასებთ და ყველაფრისთვის დიდი მადლობა
-ეს ჩემთვის სიამოვნებაა, დამნაშავეს მალე დაიჭერენ, თქვენ სახეზე ღიმილს რომ ვხედავ და ამის მიზეზი მე ვარ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, ამაზე მეტი არაფერი მინდა. სანამ თქვენ მობრძანდებოდით გეგმა შეიმუშავეს და წავიდნენ, სულ რაღაც 2 საათში თქვენს შვილს ხელში დაიჭერთ
***
დრო რომ საშინლად გაიწელა და ვეღარ ვითმენთ ეს მგონი გასაგები უნდა იყოს. ვერ მოითმინეს და მოვიდნენ, ყველანი აქ ვართ და ჩვენ ლილის ველოდებით. უცებ შემოსასვლელიდან ხმა გავიგეთ და იქით წავედით, სპეცრაზმელს ბავშვი ეჭირა ხელში. ის ჩემი შვილია! ვგრძნობ! ჩემი ლილია! ჩემი სიცოცხლე! გავიქეცი და გამოვართვი, ძლიერ ჩავიკარი გულში ჩემი მზის სხივი! როგორ გაიზარდა, სულ პატარა მახსოვს, რამდენი რამ გამოვტოვე, როგორი საყვარელი ცხვირი აქვს და ფუმფულა ლოყები. თვალები გაახილა და ჯანდაბა! მას ჰარის თვალები აქვს! არ მჯერაა! ულამაზესია! ჩემი ანგელოზი! ჰარი ფრთხილად მოგვიახლოვდა და ჩვენს შვილს რომ დახედა გაქვავდა და ცრემლები წამოუვიდა
- მგონი დროა მამიკომ დაიჭიროს ხელში პატარა ლილი
ფრთხილად აიყვანა თან ეშინოდა ისეთი საყვარელი იყო ამ მომენტში, პატარამაც ინტერესით შეხედა და ხითხითი დაიწყო. ფრთხილად ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა
-მამიკო შენთანაა და არასდროს დაგტოვებს ჩემო პრინცესავ
მერე მეც მიმიხუტა და სამივე ვიყავით მამიკოს მკლავებში.
ცოტახანს მარტოები ვიყავით მერე კი მოვიდნენ დანარჩენები და პატარა ლილის გაცნობა დაიწყეს
- არ მჯერა ბებია ვარ! ულამაზესი გოგონა გყავთ და ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ - ცრემლიანი სახით გვეუბნება ენი. ჯანდაბა ეს სულ დამავიწყდა, ჰარის ცოტა ანერვიულებული სახით შევხედე
- ჰაზ გთხოვ ექიმთან წავიდეთ და ყველაფერი შეუმოწმონ, წარმოდგენაც არ მინდა თუ როგორ უვლიდა ის ცხოველი მას
- რა თქმა უნდა პატარავ, გინდა ახლავე წავიდეთ?
-კი ჰაზ
რადგან მანქანაში ბავშვის სკამი არ იყო ლილისთან ერთად უკან დავჯექი. ჩემ ანგელოზს ჩაეძინა და ისე საყვარლად აცმაცუნებს ტუჩებს, ჰარი სარკიდან ღიმილიანი სახით შემოგვხედავს ხოლმე. ვერ ვძღები მისით, სურნელიც ისეთი ტკბილი აქვს. აღარასდროს გავუშვებ მკლავებიდან პატარა ანგელოზს! თავის ლამაზ საწოლში ჩავაწვენ და ულამაზეს კაბებს ჩავაცვამ. მალევე მივედით საავადმყოფოში და ყველანაირი გამოკვლევები ჩავუტარეთ. ღმერთს მადლობა სრულიად ჯანმრთელია და ახლა სახლში მიგვყავს რომ ტომმა გაიცნოს.
- ტომის რეაქცია მაინტერესებს ჰაზ ძალიან
-მეეც
მართალია ტომს ეძინა, მაგრამ გავაღვიძეთ და რა თქმა უნდა იბუზღუნა მაგრამ ლილი რომ დაინახა გაჩუმდა ატირდა და მთელი ძალით ჩაეხუტა. ათასჯერ მაინც აკოცა და გამოგვიცხადა რომ ამიერიდან თავის პატარა დაიკოს თვითონ მიხედავს და ჩვენ არ მივეკაროთ თორე ეჭვიანობს. საშინლად დამცველი ძმა ეყოლება ჩემ ლილის და მგონი თაყვანისმცემლებსაც არ მიუშვებს ახლოს. რადგან ლილის პირველი დღე იყო ჩვენთან ერთ საწოლში დავიძიბეთ ოთხივემ, როგორც ერთმა სრულყოფილმა ოჯახმა. მე კი ამდენი ხნის განმავლობაში ბედნიერს ჩამეძინა, რადგან ვიცი რომ ყველანი ჩემთან არიან
***
-მასთან მარტო არ შეხვალ!
- გთხოვ ჰარი, შენ შეგიძლია მეორე ოთახში იყო, გვისმენდე და გვიყურებდე
- არ მინდა მან რამე დაგიშავოს, მე კი რომ დავინახავ თავის შეკავებას ვერ მოვახერხებ
მასთან მივედი და ტკბილად ვაკოცე -მე შენი მჯერა ჰარიეტ. არ იმსახურებს რომ დაარტყა, მის გამო ამ ხელებს როგორ იფუჭებ? დაშავებით ვერაფერს მიზამს, ბორკილებში იქნება
-კარგი ჯანდაბას
მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ლილის ბევრი მომვლელუ ყავს და დაცვა გაორმაგებულია მერე წავედით დანიელთან. მინდა მას გავესაუბრო და გავიგო რატომ გააკეთა ეს
მალევე მივედით და პროცედურების შემდეგ შემიშვეს კაბინეტში. ზიზღი საშინელი გრძნობაა ამიტომაც ყოველთვის ვპატიობდი ყველას ყველაფერს, მაგრამ არ ვივიწყებდი და არც ვუბრუნდებოდი მათთან, მაგრამ მისმა დანახვამ ეს გრძნობა ჩართო, არ შემიძლია ვაპატიო ასეთი საშინელი საქციელი, უბრალოდ ვერ
- არ შეცვლილხარ ევა ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, უბრალოდ უფრო ცოცხალი გამოიყურები
- დანიელ არ მაქვს შენთან ჭორაობის დრო. ამიხსენი რატომ გააკეთე ეს- მიჭირს მას შევხედო, რადგან ერთ დროს ის მიყვარდა და ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ( აწ ყოფილმ) ასეთი რამ გამიკეთა
- მზად ხარ სიმართლისთვის?
-კი!
ჰეჰ რა დროს გავწყვიტე😈😈მოკლედ შემდეგი თავი ეპილოგია :(((მადლობა მადლობა ყველას🥰🥰თქვენი თითოეული კომენტარი ჩემი სტიმულია🥰იმედია ისიამოვნეთ ამ თავით💕💕
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?