სანამ ევასთან პოლიციის ოფიცრები არიან მე იმ ექიმის მოსანახულებლად წავედი ვინც ევა გადაარჩინა. მიმღებში ვიკითხე და მათაც მითხრეს პალატის ნომერი. მსუბუქად დავაკაკუნე კარზე და მითხრეს შემოდიო. მეც გავაღე კარი და შევედი. ბიჭი იწვა საწოლზე და გადასხმას უკეთებენ
- გამარჯობა შეიძლება დავჯდე?
- კი და თქვეენ?
- ჰარი ვარ, ევას ქმარი. თქვენ რომ არა ჩემი ცოლი ახლა ცოცხალი არ იქნებოდა, ვერასდროს შევძლებ ბოლომდე მადლობის გადახდას, თქვენ ამ საქციელით ყველას გაუბედნიერეთ ცხოვრება. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია რაც არ უნდა დაგჭირდეთ დამირეკეთ და ყველაფერს შევასრულებ, ასევე მინდა რომ თქვენ ოჯახს ყოველ თვე ფული ვურიცხო, ამაზეც არ მიიღება უარი. ეს ჩემთვის დანაკლის არ წარმოადგენს
-ჰარი ეს მე იმისთვის კი არ გამიკეთებია რომ სანაცვლოდ რამე მიმეღო, მე ექიმი ვარ ხალხის გადარჩენა ჩემი მოვალეობაა, თუნდაც არ ვყოფილიყავი ექიმი როცა ვხედავ თუ როგორ კვდება ადამიანი და მე შემიძლია მას სიცოცხლე შევუნარჩუნო ამას ვიზამ, თუნდაც მთელი ჩემი სისხლის გადასხმა დაჭირდეს
- მიხარია რომ არსებობთ, ნეტა ყველა თქვენნაირი ექიმი იყოს. მთელი ჩემი ოჯახი მადლობას გიხდის, იმ პირობას კი აუცილებლად შევასრულებ
პალატიდან გამოვედი და ევასკენ წავედი. ზუსტად მაგ დროს გამოვიდნენ პოლიციის ოფიცრები და ყველა მათ მივცვივდით.
- ქალბატონმა ევამ გვითხრა რომ გამტაცებელი დანიელ ეფრონია, მასზე ძებნა გამოვაცხადეთ, რაც შეეხება ექიმებს მათ აშანტაჟებდა და ისე იყვნენ მასთან. ამიტომაც სასამართლოში წარდგენით მხოლოდ ჯარიმას მიიღებენ. ყველა აეროპორტის კამერები მოწმდება და ტელევიზიით დანიელის ფოტო ვრცელდება, აუცილებლად ვიპოვით მას და თქვენ შვილს მისტერ სტაილს. ახლა კი დაგტოვებთ
საშინლად გაბრაზებული ვარ წინ რო დანიელი მედგას არც კი დავფიქრდებოდი ისე ვაწამებდი, როგორ გაბედა მაგ *ლემ ევას მოტაცება და ჩვენი შვილის წართმევა. არ ვაცოცხლებ ვიპოვი და სასამართლომდე მოვკლავ, მეტის ღირსი მაინც არაა.
- ჰარი შედი ევასთან, მას ახლა შენ ჭირდები
როუზისთვის აღარაფერი მითქვამს და პალატაში შევედი. ევა საწოლზე იწვა, სისხლის გადასხმას ისევ უკეთებენ, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარისაც. სახეზე ისევ თეთრია, ცრემლები სდის და ჭერს უყურებს. ჩემი პატარა, როგორ დატანჯა იმ არაკაცმა. ფრთხილად მივუახლოვდი და სკამზდ დავჯექი. მისი ხელი ავიღე და ვაკოცე, ჩემკენ გამოიხედა მაგრამ ჯობდა არ ექნა. მის თვალებში ვეღარ ვხედავ იმ სითბოს და სიყვარულს რაც ქონდა თითქოს სული წაართვეს და უბრალო სხეულია. ვერ გავუძლებ ასეთ ევას, არ შემიძლია
- ჰეი პატარავ, ვიცი რომ ახლა თავს ყველაზე საშინლად გრძნობ, არც კი ვიცი რა გრძნობაა როცა შვილს 9 თვე ატარებ და შემდეგ მას გაცლიან და გართმევენ თან ის ადამიანი გართმევს რომელიც ოდესღაც გიყვარდა. გთხოვ საკუთარ თავში არ ჩაიკეტო ეს ერთად უნდა გადავლახოთ, ლილი ჩვენი პატარაა რომელიც წაგვართვეს და მას აუცილებლად დაგიბრუნებ. კერძო დეტექტივსაც ავიყვან და მას ვიპოვი პატარავ გპირდები, ოღონდ გთხოვ დაგველაპარაკე უწინდელი ევა დაბრუნდი, არ იდარდო ძალიან. ვიცი ისიც რთულია რაც ექიმმა გითხრა ბავშვზე, მაგრამ ამასაც ერთად გადავლახავთ, შენ მარტო არ ხარ. მე შენს გვერდით ვარ სამუდამოდ, ჩვენ ფიცი დავდეთ რომ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს დანიელი სიკვდილი კი არა დედამიწის შეცდომაა. მას ვიპოვი და გაჩენის დღეს ვანანებ. გთხოვ ჩემთვის, ტომისთვის, როუზისთვის, ზეინისთვის, ყველასთვის იყო ძლიერი. მეც მტკივა ევა, არაკაცმა ჩემი პრინცესა წაიყვანა და არც ვიცი სადაა რომ მივიდე და მოვკლა. ეს ჩემთვის საშინელებაა ვიცოდე რომ ჩემი პატარა პრინცესა რომელიც უნდა დამეცვა მთელი ცხოვრება, არ მიმეშვა ბიჭები მასთან წასულია, მოიტაცეს და დაბადებიდან 2წუთის შემდეგაც ვერ დავიცავი. მაშინ მომავალში როგორ დავიცავ? არც კი ვიცი როგორ გამოიყურება ის, ან როგორ დაიბადა, ვერ გაგამხნევე, ხელი ვერ ჩაგჭიდე ჭინთვების დროს. ორჯერ იმშობიარე და ორივე ჯერზე მარტო იყავი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ რომ ვერ გიპოვეთ და იმ მონსტრისგან ვერ დაგიცავით. ცხოვრების ბოლომდე საკუთარ თავს დავიდანაშაულებ და გთხოვ ევა დამიბრუნდი
ვერც კი შევამჩნიე საუბრისას რომ ვტიროდი, ევამ შემომხედა და ჩემკენ დააპირა მოსვლა მე კიდე სწრაფად შევაჩერე
- ევა რას აკეთებ ნაკერები გაგეხსნება
- ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და შენგამო მზად ვარ ვიცხოვრო ჩვეულებრივად მაგრამ გულში სიცარიელეა რომელსაც მხოლოდ ჩემი დაკარგული შვილი შეავსებს
ძლიერად ჩავიკარი გულში და ვეფერებოდი. შემდეგ დანარჩენები მოვიდნენ და ევას ეხუტებოდნენ. დღე ტომის მოსვლით დასრულდა, ლილის კითხულობდა ჩვენ კი ყველაფერი ვუთხარით ოღონდ შელამაზებულადბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, უბრალოდ სკოლა დაიწყო, თანაც მასწავლებლები და დრო არ მაქვს. როგორც კი მოვახერხებ დავდებ ახალს❤️❤️ ვიცი რომ პატარაა😞😞 მადლობა იმას ვინც ისევ ელოდება აახალ თავს. შეიძლება დიდხანს არ დავდო მაგრამ ეს ფიკი რომ დასრულდება 100%ით ვარ დარწმუნებული უბრალოდ როდის მოხდება ეს არ ვიცი😞😞❤️❤️
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?