სანამ წაიკითხავთ აქედანვე გეუბნებით არ ჩამქოლოთ😬😬❤️
1 საათით ადრე:
ჰარის pov:
ყველანი ერთად ვართ და რაღაცა სირობას ვუყურებთ, ნუ მარტო ტომი სხვები ფიქრებში არიან, ისევე როგორც მე. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა მეც გავხსენი და დავდებილდი. უცხო ნომრისგან იყო:
" სტაილს შენი ცოლი ამ მისამართზეა ***** იჩქარე დრო ცოტა გაქვს"
სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ავტოფარეხისკენ წასვლა დავიწყე როცა ბიჭები გამომეკიდნენ და შემაჩერეს
- ჰარი ძმაო რა ხდება?
- უცხო ნომრიდან მომწერეს ევას მისამართი და რომ უნდა ვიჩქარო თორემ ევა მოკვდება. გესმის ლუი? ევა ცოცხალია, მაგრამ დროებით მას უნდა მივუსწრო, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ თუ ვერ გადავარჩენ მას
- მესმის ძმაო შენი, ეს ამბავი ყველას გვიხარია მაგრამ ასე ვერ წახვალ. პოლიციას შევატყობინებთ მათთან და სასწრაფოსთან ერთად წავალთ
-ამის დედაც ლუი!არ გვაქვს მაგის დრო
- ჰარი ლუი მართალია, მარტო ვერ წახვალ. უკვე მივწერე პოლიციას და ისინიც წამოვლენ. ჩვენც მოვდივართ. შენზე ადრე ევას მე ვიცნობდი მეც მტკივა მისი დაკარგვა მაგრამ ახლა ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და არა სწრაფად.
***
მოცემულ მისამართზე მივედით, ჩვეულებრივი სახლია, ვერც იფიქრებ რომ აქ ვიღაც ყავთ მოტაცებული. საშინლად ვნერვიულობ, იქნებ დავიგვიანე და ევა აღარაა. ამაზე გაფიქრებაც კი ცუდად მხდის. პოლიციას არც კი დაველოდე ისე შევედი სახლში და ოთახების თვალიერება დავიწყე, როდესაც ხმები გავიგე. სწრაფად მისკენ წავედი და ნანახმა შოკში ჩამაგადო. ექიმები ევას დასტრიალებენ თავს ის კი უგონოდაა ირგვლივ კი სისხლია, ძალიან ბევრი სისხლი, ადამიანი იქ იბანავებდა კიდეც. ხმა ვერ ამოვიღე ვერ მივუახლოვდი უბრალოდ დავჯექი ძირს. ექიმებმა დამინახეს და სხვებს დაუწყეს ყვირილი მიშველეთო. სასწრაფო დახმარების ექიმები და პოლიციის ოფიცრები შემოვიდნენ და ევა წაიყვანეს ის ექიმები კი დააპატიმრეს. ბიჭები შემოლაგდნენ და ჩემი გაყვანა დაიწყეს, ერთ ადგილს ვიყავი მიჯაჭვული, ვუყურებდი სისხლით შეღებილ იატაკს და ვხვდებოდი რომ ის დავკარგე, რომ ვერ მოვუსწარი. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და თან ასეთ ადგილში ვართ მას ვერ გადაარჩენდნენ, იატაკს თვალები მოვწყვიტე და ბიჭებს შევხედე. ზეინი აქ არ იყო ალბათ ევას გაყვა, მაგრამ აზრი...
- ჰარი წამო წავიდეთ საავადმყოფოში ევასთან
ევაზე ისე ვიყავი გადართული რომ ბავშვი დამავიწყდა, ამის დედაც! ევასთან ერთად ჩვენი სიყვარულის ნაყოფიც დავკარგე. ამას ვერ გადავიტან, ევას გარეშე ვერ შევძლებ ამას! ავტირდი, თანაც მწარედ. ნაილი ჩამეხუტა და ვხედავ რომ მათაც უჭირთ ცრემლების შეკავება. ასეთ მცირე დროში ევამ უზომოდ შეაყვარე ყველას თავი. როგორ შეიძლება ის არ შეგიყვარდეს. ის სრულყოფილია, ულამაზესი, მხიარული და უსასრულოდ შემიძლია ამის გაგრძელება რაც მთავარია საუკეთესო დედაა, ახლა უკვე იყო.
ვერც შევამჩნიე ისე მივედით საავადმყოფოში, მიმღებში ევას შესახებ ვიკითხე მათაც მითხრეს რომ საოპერაციოში იყო. ამან გამაცოცხლა, ჩემი ევა არ დამიკარგავს! ვიცი რომ გადარჩენის შანსი მცირე იყო მაგრამ არაფერს ჯობდა.
გავიდა 6 საათი მაგრამ არაფერი. არავინ არ გვეუბნება მის შესახებ. ყველანი აქ ვართ, ტომთან ელე და დედა დარჩა. ვიღაც ქალი წამოვიდა ჩვენკენ, მეც ვიფიქრე რომ ევას ექიმი ის იყო და მართალიც ავღმოჩნდი
- გამარჯობათ მე ევა სტაილსის ექიმი ვარ ამანდა, ჩემთან საშინელ მდგომარეობაში მოიყვანეს მაგრამ როგორც გავიგე ერთ-ერთმა სასწრაფო დახმარების ექიმმა მას სისხლი გადაუსხა და ამან ევას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ის რომ არა ცოცხალი ვერ იქნებოდა- კიდევ აპირებდა საუბარს მაგრამ მე შევაწყვეტინე
- ის ექიმი ახლა სად არის? შეიძლება რომ ვნახო?-სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები, ევა გადაარჩინა
- ამ პალატაშია, ბევრი სისხლი გადაუსხა და თავს შეუძლოდ გრძნობს. ევასთვის ყველაფერი გავაკეთე და ყველანაირად ვეცადე მაგრამ ვწუხვარ გადარჩენისთვის საშვილოსნოს ამოჭრა მომიწია. სამწუხაროდ შვილი აღარასდროს ეყოლება- ვინმემ რო მკითხოს ამ დროს რა იგრძენიო პასუხს ვერ გავცემ. ევა ცოცხალია მალე გამოჯანმრთელდება მაგრამ შვილები... რა თქმა უნდა მეწყინა ეს ამბავი მაგრამ ტომი და ლილი ღმერთო ჩემო ლილი სადაა?
-და ბავშვი?- შეშინებულმა ვკითხე, ამანდას სახე კი გაოცებამ მოიცვა
- უკაცრავად მაგრამ ვინ ბავშვი?
- ჩვენი შვილი ლილი, ევა ორსულად იყო
- ჩვენთან მოყვანის დროს მას შვილი არ ყავდა, ვისაც არ უნდა ექნა ეს ჩვენთან მოყვანამდე ამშობიარა და წაიყვანა, ვწუხვარ. ევა 2 საათში გაიღვიძებს მაგრამ ჯერ პოლიციამ უნდა დაკითხოს და შემდეგ ნახავთ მას. ახლა კი დაგტოვებთ
სისხლმა ტვინში ამასხა და საშინლად გავმწარდი, ვიღაც *ლემ ჩემი შვილი მოიტაცა, ევას მოაშორა და წაიყვანა, არ ვაცოცხლებ და დარწმუნებული ვარ ეს ვიღაც დანიელია. კედელზე მწარედ ჩავარტყი მუშტი რომ როგორღაც გაბრაზება შემემსუბუქებინა მაგრამ ამას ვერაფერი უშველის. სხვებს შევხედე და ყველას სახეზე სიხარული, მწუხარება, შოკი და გაბრაზება ეწერა, ზეინს და როუზს განსაკუთრებით.
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?