დადგა ეს საშინელი დღეც, დილიდან უხასიათოდ ვარ, რასაც ქვია ძალით ჩავიდე პირში საჭმელი. ერთი ის მახარებს რომ ტომი ბაღში იქნება და ამ ყველაფერს ვერ გაიგებს. ყველანი ჩემთან არიან, ელე და ლუი თაფლობის თვეში არც წასულან.
ჩავიცვისასამართლოში მივედი და მისი სახე დავინახე. 6 დაწყევლილი წელი გავიდა მისი შეხება კი დღემდე მახსოვს, ჰარიმ მისკენ ძლიერად ჩამიხუტა როგორც კი ჩემი მზერა დაინახა და ხელები მუცელზე დამალაგა. დარბაზში შევედით, ჰარიმ შუბლზე მაკოცა და დაჯდა, მე და ნაილი კი ჩვენ ადგილებზე დავსხედით.
-მოსამართლე მობრძანდება ყველანი ფეხზე
2საათის შემდეგ
-პროტესტს ვაცხადებ ბატონო მოსამართლე, ჩემი კლიენტი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა რის შედეგადაც დაიბადა ეს ბავშვი. არამგონია მოძალადე მამასთან დატოვება კარგი აზრი იყოს
-თქვენ ამის მტკიცებულება არ გაქვთ, ბატონო მოსამართლე ეს მხოლოდ სიტყვებია
-გაქვთ მტკიცებულება?- მოსამართლე სადღაც 60 წლამდე კაცია, სერიოზული გამომეტყველებით. დანიელის ადვოკატი კი ქალი სადღაც 30წლამდე რომელსაც ლუსი ქვია. ჩემი შვილი გოგო თუ იქნება ლუსის არ დავარქმევ შემაზიზღა უკვე
-სამწუხაროდ ამ წამს არ გვაქვს, კლინიკის არქივი სადაც ეს ინახება დაიწვა და მის აღდგენას დრო სჭირდებაო. დღეს დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ ზეგ შემეძლება ისტორიის წამოღება
-მაშინ დაველოდოთ მას
-ბატონო მოსამართლე მე მაქვს ფოტოები, სადაც მის სმიტი დილან ბენსონთან ერთად იყო კაფეში. - ეუბნება ლუსი მოსამართლეს და ჩვენ დაგვიდო ფოტოები მერე კი საუბარი გააგრძელა- ამის შემდეგ როგორ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის მზრუნველი დედაა? ბიჭებთან დროს ატარებს და საყვარელიც ჰყავს, როდესაც მისი შეყვარებული ჰარი სტაილსი ტომას სტაილსის მამობილია და ერთად ცხოვრობენ
-პროტესტს ვაცხადებ! ეს უბრალო ფოტოებია. რამდენ ადამიანსაც ჩემი კლიენტი შეხვდება იმდენს უნდა მივაკრათ საყვარლის იარლიკი?- გაცხარებული ამბობს ნაილი
-პროტესტი მიღებულია- ამბობს მოსამართლე
-ეს ყველაფერი არ დასრულებულა, დილან ბენსონს ვითხოვ დარბაზში
დილანიც გამოჩნდა და სკამზე დაჯდა. დანიელის ადვოკატმაც დაუწყო კითხვების დასმა
-მართალია თუ არა რომ მის სმიტს იცნობთ?
-დიახ
-საიდან?
-ჩემი თანამშრომელია
-სიმართლეა თუ არა ის რომ მის სმიტი თქვენი საყვარელია?
-დიახ
-მეტი კითხვა აღარ მაქვს ბატონო მოსამართლე
ადვოკატს და დანიელს კმაყოფილი ღიმილი არ შორდებათ მე კი სადაცაა მოვკვდები. ცილს მწამებენ და ვერც დავამტკიცებ ასე რომ არაა
ამ დროს ნაილი ჩაერთო
-მე მაქვს საბუთები სადაც წერია რომ ჰარი და ევა დაქორწინებულები არიან, არამგონია მას საყვარელი სჭირდებოდეს. ფულის გამო ხალხი ყველანაირ ტყუილზეა წამსვლელი- ნაილმაც ანახა ეს საბუთები. მოსამართლეს კი ჩაფიქრებული სახე აქვს ბოლის კი თქვა
-ფეხზე ადექით განაჩენი გამოვიტანე- ავდექით და ნაილს ხელი ჩავჭიდე, ლოცვის მეტი არაფერი მიშველის- ვინაიდან ეს მყარი არგუმენტი იყო, დროებით მეურვეობა დანიელ ეფრონს გადაეცემა, ევა სმიტს უფლება აქვს როცა მოისურვებს მაშინ ნახოს შვილი. სხდომა გადადებულია 20 აპრილამდე- ჩაქუჩი დაარტყა და დატოვა დარბაზი, მე კი ჩავიკეცე. მთელი ერთი კვირა ჩემი შვილი ამ მონსტრთან იცხოვრებს. ჰარი მომვარდა და ჩახუტება დამიწყო, მაგრამ არ მიშველის. ვერავინ გაიგებს ახლა რას ვგრძნობ მანამ სანამ თვითონ არ გამოცდიან ამას. ჩვენთან მომღიმარი სახით მოვიდა დანიელი
-თქვენი სახლის მისამართი მითხარი შვილი უნდა წავიყვანო- ამ ირონიულ ღიმილს ჩავულეწავ
-მომშორდი დანიელ დროზე სანამ აქვე არ მოგკალი! ის შენი შვილი არასდროს იქნება, ნაძირალა მამა არ სჭირდება. მე ვარ მისი დედა, ჰარი კი მამა
-ძვირფასო გინდა მოსამართლეს დავეწიო და შენი მუქარის შესახებ დაველაპარაკო?
-მისამართს გეტყვით ახლა კი მარტო დატოვე ისინი-ლუი
სახლში როგორ მივედი არ ვიცი, განადგურებული ვარ. ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ იმედი მაინც მქონდა რომ ტომი ჩემთან დარჩებოდა. მივედით სახლში ტომი ელისონს გამოეყვანა და ძლიერ ჩავიხუტე. ცრემლებს ვერ ვიკავებ
-დედიკო რატომ ტირი?
-იცი შენ 1 კვირით უნდა წაგიყვანონ, მაგრამ გპირდები ყოველდღე მოგაკითხავ. ამ კაცმა რაც არ უნდა გითხრას არ დაიჯერო, მე შენი დედა ვარ ჰარი კი მამა, ხო საყვარელო. იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ და და ისევ დამიბრუნდები
-მეც მიყვარხარ დედიკო, გთხოვ არ დამტოვო- მანაც ტირილი დაიწყო, რომ გავიხედე ყველა ტიროდა. ჰარი ჩვენთან მოვიდა, ტომი ხელში აიყვანა და სამივე ჩაგვიხუტა.
-მისმინე ჩემო ვაჟკაცო! ძლიერი უნდა იყო ახლა. არ დანებდე, მალე დაბრუნდები ჩვენთან. თუ რამეს გაწყენინებ აუცილებლად გვეტყვი კარგი? მე და დედიკოს უზომოდ გვიყვარხარ და მოგვენატრები
შუბლზე ძლიერ კოცნის და იხუტებს. როგორც შემიძლია ისე ვეხუტები, ამ დროს კი დანიელი მოდის. სოფია ზიზღით აძლევს ჩემოდანს მე კი ვერ მიმყავს ტომი მასთან არ შემიძლიამ როგორც ჩანს ამას ვერც ჰარი აკეთებს, ამიტომ ლიამმა გააკეთა ეს მაგრამ ტომი არ გვშორდებოდა. ტიროდა და გვთხოვდა რომ არ მივეტოვებინეთ ხელებს კი ჩვენკენ იშვერდა. ამის ყურებას ვერ გავუძელი და თავი ჰარის კისერში ჩავმალე, ისიც მეხუტებოდა და ერთად ვტიროდით. ბოლოს მანქანების ხმაც შეწყდა და ტომმა დაგვტოვა
-ჩვენ აქ ვართ, მარტო არ ხართ. ტომს აუცილებლად დავიბრუნებთ ის ჩვენი ბიჭია გესმით?- ლუი გვეუბნება ცდილობს მტკიცე იყოს მაგრამ მასაც ეპარება ცრემლები
-გთხოვთ მარტო დაგვტოვეთ რა
ტომის ოთახში შევდივარ და მის ტანსაცმელს ვიხუტებ რაც დარჩა. უკვე მენატრება, მის გარეშე ერთი დღეც მიჭირს ახლა კი მთელი 7 დღე. ჰარიც მოდის, არაფერს მეუბნება ან რა უნდა მითხრას, სიტყვები ვერაფერს უშველის. შუა ოთახში ვზივართ და ვტირით. თვალები დასიებული მაქ და ცრემლებიც აღარ მდის, ამდენი ტირილისგან კი თავი მტკივა. ძლივძლივობით ვდგები რადგან თავბრუ მეხვის, ჰარი მიჭერს რომ არ წავიქცე, ტომის საწოლთან მივდივარ და იქ ვწვები. ჰარიც გვერდით მიწვება და მიხუტება. ხელში ისევ ტომის მაიკა მიჭირავს და ძლიერ ვუჭერ. ჩემ ანგელოზზე ფიქრებში კი ჩამეძინა.
YOU ARE READING
Unexpected(დასრულებული)
Fanfictionისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?