ევას pov:
ტომის დანახვამ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. მთელი დღე ჩემთან იყო და ღამეც ჩემთან და ჰარისთან ერთად გაატარა. ბოლოდროინდელი ამბების გამო გადავწყვიტე დეკრეტული შვებულება ავიღო და სანამ ბავშვი არ გაჩნდება და 6 თვის არ იქნება არ დავბრუნდები. ვიცი გამიჭირდება მთელი დღეები სახლში, მაგრამ ეს ჩემი შვილებისთვის და ჩემი ჯანმრთელობისთვის საჭიროა.
გემრიელი სუნები მაიძულებს ავდგე და სამზარეულოში ჩავიდე. ნახევრად გახელილი თვალებით მივყვები სუნს და სამზარეულოში შევდივარ. იქ კი ფართუკში გამოწყობილი ჰარი მხვდება რომელსაც ტომი ბრძანებებს ეუბნება. ჰარიმ დამინახა და სიცილი აუტყდა
-ღმერთო შენ ისეთი სასაცილო ხარ. თაგვივით შემოიპარე ნახევრად მძინარე როგორც კი სუნი იგრძენი- კვლავ აგრძელებდა სიცილს, მე კიდე გავებუსხე და ხელები გადავიჯვარედინე
-ჰო დედიკო მე დამცინი ხოლმე როცა ვიბუტები, ექა მე დაგცინებ- ენა გამომიყო და სასაცილოდ დამეჭყანა
-ვგიჟდები როცა იბუტები, ისეთი საყვარელი ხდები მაგ გაბუშტული ტუჩებით მინდება რომ შეგჭამო- ღიმილიანი სახით მოდის ჰარი და ცდილობს მაკოცოს მე კი თავს გვერდით ვწევ და მისაღებში გავდივარ ტელევიზორთან
-ჩემო პატარებო! გამებუტეთ?
-დიახ და საჭმელს მალე თუ არ მოგვიტან, უფრო გაგებუტებით- ცხვირი ავიბზუე და მულთფილმების არჩევა დავიწყე
-არის უფროსო, მაგრამ წასვლამდე ეს რომ არ ვქნა არ შემიძლია- მოიწია და მთელი სახე დამიკოცნა მე კიდე ვუკიოდა რომ შეეწყვიტა მაგრამ ჰა ჯიუტი თხაა
-დამიწყნარდით ქალბატონო, ახლა ჩემ პატარასაც კარგად უნდა ვაკოცო- მუცელზე მომეფერა და უამრავი კოცნა დამიტოვა მე კი ტირილი დავიწყე. ჩემ ხმაზე თავი ამოწია და ამოიხვნეშა
-ევა რა გატირებს? ყველაფერი დასრულდა, ცუდი აღარაფერი გვემუქრება ნუღარ ტირი- სახეზე მეფერება და თავის კალთაში მსვავს
ŞİMDİ OKUDUĞUN
Unexpected(დასრულებული)
Hayran Kurguისტორია სადაც ჰარი სტაილსი 32 წლის ბიზნესმენია, ევა სმიტი კი 25 წლის გოგო, რომელსაც ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, მაგრამ რა მოხდება როდესაც ეს ორი ერთმანეთს შეხვდება?