თავი 5

1.1K 62 9
                                    

ევას pov:

თვალების გახელა მიჭირს, თან რაღაც წრიპინის ხმა მესმის. როგორც იქნა გავახილე და ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ. მარცხენა ხელი ავწიე და რაღაცეები მაქვს შეერთებული, მარჯვენას რომ შევხედე ვიღაცას უდევს მასზე თავი და ძინავს. მგონი ჰარია, აქ რას აკეთებს? არ ეყო ის რომ მის გამო ცუდად ვარ? ხელი მოვაშორე, მანაც წამოყო თავი, რა ფხიზელი ძილი სცოდნია

-ევა! ღმერთო კიდევ კარგი გაიღვიძე. ძალიან ვწუხვარ, სირულად მოვიქეცი და დიდ ბოდიშს გიხდი. ჩემ გამო ხარ ცუდად და საავადმყოფოში წევხარ. არ მინდოდა ასე დამთავრებულიყო. გთხოვ მაპატიე რა

-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე გაპატიებ თუ არა?

-აქვს ევა, აქვს! ძალიან დიდი. სულერთი არ ხარ ჩემთვის

ახლა მე გავიცინე ირონიულად. სულერთი არ ვარ თურმე მისთვის, საქციელებიდან საპირისპიროს ვხედავ.

-ადამიანს რომელიც შენთვის სულერთი არ არის ტბაში არ ისროდი ჰარი. მარტო ამას გეტყვი დანარჩენი შენით გაანალიზე.

-მე უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა რომ არ ვარ უჟმური და ბაბუა. ყველაფერი ჩემ მხრებზეა. კომპანია რომელშიც უამრავი საქმეა და ჩემ გარეშე ვერავინ აკეთებს ვერაფერს, ჯემა რომელიც ჩემი პატარა დაა და მან მძიმე რამ გადაიტანა. დედა რომელიც მარტოა და მასაც ჭირდება მხარდაჭერა, ბიჭები რომლებიც ჩემი ძმები არიან და მათ საქმის გარდა ვეღარაფერზე ველაპარაკები, გოგოები რომლებიც ჩემთვის არაბიოლოგიური დები არიან და პატარა ლუკასი. ის ყველაზე დიდ ყურადღებას ითხოვს მე კი დრო ამ ყველაფრისთვის არ მაქვს, ამიტომაც დავდივარ სულ ასეთი. იქნებ მოვბეზრდე მათ და აღარ ეტკინოთ გული ჩემ გამოტოვებულ ვახშამზე თუ რამე შეკრებაზე.

ჰარის ამ სიტყვებმა დამშოკა, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ რამეს. სანამ პასუხი გავეცი საშინელი ხველა ამიტყდა შეშინებულმა ჰარიმ კი ექთნებს დაუძახა. ისინიც სწრაფად შემოცვივდნენ და კათეტერში რაღაც შეიყვანეს შემდეგ კი გავითიშე

Unexpected(დასრულებული)Where stories live. Discover now