იმ ერთს, ვინც სიციცხლე ხელახლა მაჩუქა.იმ ერთს, ვინც სიყვარული მასწავლა.
შენ ხარ ჩემი სამყარო.
* * *
ღამე. ჯერ კიდევ ღამე იყო, რომ გამეღვიძა. ოფლში ვიღვრებოდი და ვხვდებოდი, როგორ მიჭირდა სუნთქვა. ნახევრად მძინარე გავედი აივნის კარებში და იქვე, სკამზე ჩამოვჯექი სულის მოსათქმელად. უკნიდან ელის ხმა გავიგონე, ჩემსკენ მოდიოდა.
- დიდი ხანია ასე ზიხარ?- ჩემი უმცროსი და ისე მიყურებდა თითქოს რამე დამეშავებინოს.
- და შენ რატომ არ გძინავს?
- ვიცი, რომ რთულია...- მითხრა პატარა პაუზის შემდეგ და ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა.- მაგრამ უკვე თვეები გავიდა, მოგვიწევს შევეგუოთ.
- ვიცი, მაგრამ დრო მჭირდება. უკვე საერთოდ აღარ მძინავს.
- ეცადე თავს მოერიო...- მუხლზე ხელი დამადო, ნელა წამოდგა და ოთახში შებრუნდა. ის მხოლოდ ცხრა წლის იყო და ყოველთვის მიკვირდა როგორ ესმოდა ასე კარგად ყველაფერი. სხვა, მისი ტოლი ბავშვი მის ადგილას, ალბათ პანიკაში იქნებოდა, ან ჩაკეტილი გახდებოდა, მაგრამ არა ის.მოკლედ მოვყვები ჩვენს ისტორიას. ხუთი თვის წინ გარდაიცვალა დედაჩვენი მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას იმყოფებოდა. ცოტა ხნით ადრე რომ წასულიყო საყიდლებზე, ახლა ჩვენს გვერდით იქნებოდა. ხანძრიდან რამოდენიმე წუთში მირეკავს:
- საყვარელო არ ინერვიულო! სამაშველო ჯგუფს ველოდებით, ყველაფერი კარგად იქნება, სახლში დავბრუნდები! ელის აკოცე და უთხარი, რომ ძალიან მიყვარს. დაიკოს მიხედე!- სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, სანამ ტელევიზორში არ დავინახე ალმოდებული სავაჭრო ცენტრი.
ვურეკავდი. ვურეკავდი... განუწყვეტლივ. ოთხმოცდათექვსმეტი გამოტოვებული ზარი. არც ერთი პასუხი. პანიკაში ვიყავი, არც კი მახსოვს რას ვაკეთებდი. ელი შემოვიდა თუ, არა ოთახში და ასეთ მდგომარეობაში დამინახა შიშით ტუჩები გაულურჯდა. მე უკვე ძირს ვეგდე და ვტიროდი. გაურკვევლად ვკაპარაკობდი და ტელეფონს დავცქეროდი. ელი ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა და სიტყვები ამოეგლიჯა.
YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...