11. exams

206 16 5
                                        

ივნისის მწველი მზე ოქროსფერ ქვიშას უფრო და უფრო ცხელს ხდიდა. ფეხსაცმელები რომ არა, ალბათ, ფეხებს სულ დავიწვავდით. ცივი ტროპიკული სასმელი ზღვას და მის სასიამოვნო ხმაურს ძალიან უხდებოდა. ზეინის ოკენისფერი თვალები და შავი თმა პეიზაჟს განსაკუთრებულს ხდიდა.

წყალს დიდი ჩაფიქრებით გასცქეროდა. თითქოს, რაღაცის წაკითხვას ცდილობდა. წარმოდგენაც არ მქონდა რაზე შეიძლებოდა ეფიქრა ასე. პირველად ხდებოდა, როცა სანაპიროზე ვიყავი და ზღვის ნაცვლად სხვას ვუყურებდი.

- ახლა ჩვენ სანაპიროზე ვართ.- გამოაცხადა ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ.
- კი, მგონი ასეა.- განეცინა.
- არა, მართლა! წარმოიდგინე, ხალხის ნაწილი ახლა სამსახურშია, ზოგი სახლშია და უქმად კარგავს დროს. ზოგი მეცადინეობს, ზოგი ერთობა. ზოგი კვდება. ზოგი იბადება.- ახლა კი მივხვდი რასაც გულისხმობდა.
- ჩვენ კი ლურჯი ზღვის ცქერით ვტკბებით.- ჰორიზონტს კიდევ ერთხელ გავაყოლე თვალი.- მეც ხშირად მიფიქრია ამაზე. ზოგადად, ძალიან ბევრს ვფიქრობ. მგონი, ზედმეტსაც კი.
- ფიქრი არასდროსაა ზედმეტი. მაინც რაზე ფიქრობ ხოლმე?- შემომხედა.
- ეს ძალიან პირადულია.- არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა.- არც კი ვიცი როგორ ვთქვა.
- კარგი, არ ხარ ვალდებული.

თავი უხერხულად ვიგრძენი და ვეცადე სიტუაცია განმემუხტა:

- რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდი... ასეა?
- ჰომ. მალე გამოსაშვები წვეულება იქნება. მე აქ თქვენ სამის გარდა არავის ვიცნობ, თითქმის. ყველაზე ახლოს კი შენთან ვარ. ამმ... მინდოდა მეკითხა.- ციტა დაიბნა.- წამოხვალ ჩემთან ერთად?

ძალიან, ძალიან მოულოდნელი იყო. ენა ჩამივარდა გაკვირვებისგან.

- ამმ.. მე... ხო ისა... - ენა ძლივს ამოვიდგი.- კი, რა თქმა უნდა.
- მშვენიერია. ისე დაიწყე მეგონა უარის თქმას აპირებდი.- გაიცინა და შუბლიდან ოფლის მოწმენდის იმიტაცია გააკეთა.- Phew!
- არ მყავს მეწყვილე და გამიხარდება შენთან ერთად თუ წავალ.

After You (completed)Where stories live. Discover now